ეფექტიანობა მომზადების მეშვეობით
ეფექტიანი საჯარო დისკუსიის ფორმატის შერჩევის საკვანძო პრინციპს მონაწილეობის, ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დისკუსიის ფორმატის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ის, თუ რამდენად გამოხატავს ან ახერხებს მოცემული ფორმატი უფლებამოსილების განაწილებას მასში მონაწილეებს შორის, სხვადასხვა მონაწილისა და დისკუსიის ინიციატორების ჩათვლით. აღნიშნულის გაუმჯობესება შესაძლებელია იმგვარი გარემოსა და პროცესის შექმნით, რომელიც ადეკვატურ რესურსებს მოიცავს, უზრუნველყოფს ჩართულობას და ქმნის მონაწილეობის ყოველგვარ შესაძლებლობას.
იხ. მეტი
საჯარო დისკუსიისათვის საკმარისი დროის დათმობა შესაძლოა ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოვიდეს, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების საჭიროებასთან, გადაუდებელ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებას, კი უბრალოდ ახლავს დისკუსიის დაყოვნების ან შეცვლის საფრთხე, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით უფრო დამანგრეველი შედეგების მომტანი გახდეს.
დროის უქონლობა ხშირად პირობითი ხასიათისაა, მაგალითად რეპუტაციისა და ეკონომიკური უპირატესობის დაცვით გამოწვეული და შესაძლოა გამოსწორდეს წინდახედულებითა და მოლოდინით. თუმცაღა, ნებისმიერ აჩქარებას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს იქ, სადაც საზოგადოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრო შედეგი. სავარაუდოდ ეს არის შემთხვევა სადაც ნარჩუნდება მნიშვნელოვანი გაურკვევლობები, მაგალითად, შემთხვევა როცა რისკი და შედეგი კარგად არ არის გაანალიზებული და მნიშნელოვანი ბუნდოვანება ახლავს იმ ფასეულობებსა და მნიშვნელობებს, რომელსაც ხალხი კონკრეტულ საკითხს ანიჭებს.
რესურსების გამოყოფა
იმისათვის რომ მონაწილეების წვლილი აზრს არ იყოს მოკლებული, საჯარო დისკუსია არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“) საჭიროებს ადეკვატური რესურსებით უზრუნველყოფას. მასშტაბისა და მეთოდოლოგიის მიხედვით, საჯარო დისკუსი ძვირად ღირებული აქტივობაა. სულ მცირე, რესურსებით უზრუნველყოფა უნდა იყოს გამოყენებული მიდგომის ადეკვატური.
რესურსებით ადეკვატური მომარაგება ახდენს საჯარო დისკუსიის ინიციატორების მიერ მოვალეობის შესრულების დემონსტრირებას და მასში შეიძლება შედიოდეს არა მხოლოდ ფინანსური ხარჯების გაღება, არამედ დროის დათმობაც პროცესისათვის ხელის შეწყობის მიზნით, ჩანაფიქრიდან განხორციელებამდე. რესურსებით არაადეკვატური უზრუნველყოფას ან ეკონომიას კი, შესაძლოა მოჰყვეს საჯარო დისკუსიის ჩაშლა და მიგვიყვანოს უკუშედეგებამდე.
სიტუაციაში, სადაც რესურსები შეზღუდულია, მიზნების განხორციელებაც აგრეთვე შეზღუდულია. მეთოდოლოგიური შეზღუდვების უპატივცემულობაში გამოხატული საზღვრების გადაცდომა და პროცესისადმი ზედმეტის მოთხოვნა, შესაძლოა გახდეს უკუშედეგის მიზეზი. ალტერნატიულად პროფესიულ ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, რესურსები შესაძლოა გაფართოვდეს პარტნიორული მუშაობის შედეგად. ამავდროულად აუცილებელია წინდახედულების გამოვლენა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარმა ღონისძიებებმა არ დაარღვიოს პროცესის პარტნიორების ერთიანობა.
ადეკვატურ ფინასურ მხარდაჭერასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობს საკმარისი დრო, იმისათვის, რომ მოქალაქეებს კანონებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე დაქვემდებარებული და სამართლებრივი ულებებითა და ამავე სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე, ფიზიკური პირი. კომპლექსურ ტერმინებში, როგორიც არის მარ. „მოქალაქეთა ასამბლეა“ სიტყვა მოქალაქე უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება, ვიდრე კონკრეტული ეროვნებისა და ამ სახელმწიფოში ხმის უფლების მქონე პირი. მიეცეთ საშუალება სრულად მიიღონ მონაწილეობა საჯარო დისკუსიის პროცესში. დრო შეიძლება დასჭირდეს ადეკვატურ დაგეგმვას, სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციას, პროცესის მონაწილეებისთვის საკუთარი საქმიანობის, მოვალეობის შესაბამისად დასაგეგმად და საკუთარი თავის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მომზადებას. აღნიშნული ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ისეთი კანონმდებლობის შემუშავებასთან, რომელიც ითვალისწინებს არსებულ ვითარებას. უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მონაწილეებისათვის დროის მიცემა, იმისათვის რათა გაითვალისწინონ მტკიცებულებები და არგუმენტები, განიხილონ ისინი სხვებთან (ამგვარი აუცილებლობის შემთხვევაში) და საკუთარი აზრი ჩამოაყალიბონ.
საჯარო დებატებისათვის უფრო მეტი დროის გამოყოფა და წინააღმდეგობის გაწევა ისეთი ზეწოლისადმი, რომლის მიზანია დასკვნების სწრაფად მიღწევა, საბოლოო ჯამში შეიძლება უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსახილველი საკითხები რთულია.
საჯარო დისკუსია დასაწყისშივე პოლიტიკის განსაზღვრის პროცესის შემადგენლად უნდა განიხილებოდეს და არა როგორც არასავალდებულო და „დამატებითი“ ღონისძიება. ასეთი მიდგომა ქმნის გარანტიას, რომ დისკუსიის შედეგად შესაძლებელი იქნება სათანადო ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკის განსაზღვრის პროცესისათვის..
მზადყოფნა დაუგეგმავი საჯარო დიკუსიის ინიცირებისათვის, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემების წარმოჩენას და მომავალი საქმიანობის საკითხების დაზუსტებას.
სათანადო საჯარო დისკუსიის ჩატარების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი საკმარისი რესურსებით იქნეს უზრუნველყოფილი
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეიძლება მარტივად მოხერხდეს, მაგალითად ონლაინ პეტიციების დახმარებით.
საჯარო დისკუსიის პროცესმა, რომელიც ყველა მონაწილის ინტერესებს ემსახურება, შეიძლება გაამართლოს გასაწევი ხარჯების გაზიარება.
როცა შესაძლებელია, ხარჯეფექტური იქნება არსებული ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის გამოყენება. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნულ სტრუქტურებთან დაკავშირებული სახელმწიფო ძალაუფლების ზეგავლენა და მონაწილეთა ჩართულობის ხელშემშლელი ბარიერები.
შინაარსიანი მონაწილეობა და თანამშრომლობა
მონაწილეების ინტერესების პატივისცემა წარმოადგენს მნიშვნელოვანი საჯარო დისკუსიის აუცილებელ მოთხოვნას. მონაწილეთა ინტერესების პატივისცემა გულისხმობს მათ ფინანსურად დაჯილდოებას მონაწილეობისათვის, თუნდაც ეს თანხა ნომინალური იყოს. ჯილდო საჯარო დისკუსიაში მონაწილეებისათვის, უფრო ხშირად განპირობებულია შესაძლებლობით, რომ გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე (იხ. შემდეგი პარაგრაფი) და წვლილი შეიტანოს ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ეფექტიანი საჯარო დისკუსიისათვის, მონაწილეებისათვის საჭიროა იმის შეგნება, რომ მათი წვლილი შეაქვთ დისკუსიის შედეგში და რეალურ გავლენას ახდენენ მასზე.
დისკუსიისათვის კითხვების შედგენა მიუკერძოებელი ფორმით, ან თავად მისი მონაწილეებისათვის კითხვების შედგენის საშუალების მიცემა იმ ფორმით, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ურთიერთშორის შეთანხმებული, უზრუნველყოფს ნდობის შენარჩუნებას, მისი მიუკერძოებელი შესრულებისადმი.
მათ ვინც ახდენს საჯარო დისკუსიის ინიცირებას, შესაძლოა პირობითად დასჭირდეთ მონაწილეებისათვის უფლებამოსილების გადაცემა მათი ერთგულების სანაცვლოდ. ამის მსგავსად მონაწილეებს შესაძლოა გაუჩნდეთ მეტი ინფორმაციის მიღების საჭიროება ან განსხვავებული მოსაზრებების გააზრების უკეთესი საშუალებები, სანამ მათ ექნებათ პრობლემასთან დაკავშირებული აზრთა შინაარსიანი გაცვლის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ ამგვარი სურვილი მოქმედების გეგმის ადრეულ ეტაპზე, იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი ექსპერტების მოძიება და პროცესში ჩართვა.
დისკუსიის ინიციატორი პიროვნება, ვინც ინიციატივას იღებს საჯარო დისკუსიაში (იხ. „მოწვეული/მოუწვეველი საჯარო დისკუსია“). ინიციატორი ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ან კოორდინირებას უწევს აქტივობის რესურსებს და შესაძლოა დაავალოს სპეციალისტებს აქტივობის შესრულება, მისი სახელით. მზად უნდა იყოს მის მონაწილეებს შორის, სულიერი წონასწორობის სავარაუდო დარღვევისათვის, მაგალითად განსხვავებისათვის განათლების, სოციალური სტატუსის მხრივ, რამაც შესაძლოა შექმნას დამხმარის ან შუამავლის საჭიროება ექსპერტებისათვის დასასმელი, შესაბამისი კითხვების ფორმულირებისათვის, რათა ყველას ხმა და შესაძლო პრობლემები იქნეს შესმენილი.
საჯარო დისკუსიის მატერიალურ შედეგთან დაკავშირება, მონაწილეებს საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს და წაახალისებს მათ საქმიანობისადმი მეტი ერთგულებისაკენ.
მონაწილეების ინტერესების გათვალისწინება საჯარო დისკუსიაში შესაძლებელია პროცესის დაგეგმვაში ან სადისკუსიო საკითხების ფორმულირებაში მათი ჩართვით.
საჯარო დებატების ფარგლებში მონაწილეებისათვის უფლებამოსილების მინიჭებამ, თავად განისაზღვრონ, რა ინფორმაცია მიაჩნიათ შესატყვისად, შესაძლოა ხელის შეუწყოს მათ მოტივირებას მონაწილეობისათვის. მაგალითად, მათ შეიძლება მიეცეთ ექსპერტების შერჩევის ან ფაქტების მოძიების და წარმოდგენის შესაძლებლობა.
იხილეთ ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითები
დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პროფესიონალი მოდერატორების და შუამავლების ჩართვამ, შეიძლება გააძლიეროს ცალკეული მონაწილისა და მარგინალიზებული ჯგუფების პოზიცია.
წვდომა და ინკლუზია
„საჯარო დისკუსია“ ამავდროულად გულისხმობს საჯარო სივრცეს, სადაც მონაწილეები საკუთარ ინტერესებს თავისუფლად გამოხატავენ. რეალობაში დისკუსიის შესაძლებლობა თითქმის ყოველთვის არათანაბრად ნაწილდება, უფლებამოსილების და განათლების და ყველა მოქალაქისათვის მათი მისაწვდომობის თვალაზრისით ხშირად არათანაბარია. ზემოაღნიშნული ეხება ანკეტის შედგენასა და დისკუსიის ჩატარების ადგილის მისაწვდომობასაც.
მნიშვნელობა აქვს საჯარო დისკუსიის ენას. მათ ვისთვისაც ადგილობრივი ენა დედა ენა არ არის, მაგალითად ახალ ემიგრანტებს, სავარაუდოდ დასჭირდებათ თარჯიმნები. ზოგიერთი კი ვისთვისაც ეს ენა მშობლიური არ არის და არც საბაზისო განათება აქვთ ნაკლებად გაართმევენ თავს წერილობით კომუნიკაციას. ცოდნა პრობლემას წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის. რასაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაართულებს ტექნიკური ტერმინების გამოყენება, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა განსაკუთრებით, ბიომედიცინაში. ენობრივი სხვაობა განსაკუთრებით საყურადღებოა უშუამავლო კომუნიკაციის დროს, მაგალითად ონლაინ პლატფორმებზე, კონკრეტულ საზოგადოებრივ მედიასა და სოციალურ ქსელში. ზემოხსენებული მიზეზების გამო, კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების გათვალისწინებამ ხატვამ თამაშმა, ვიდეოს ჩვენებამ და პულტებით ხმის მიცემამ შეიძლება დაეხმარება გაუწიოს დისკუსიას.
შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს ზოგიერთი ინტერფეისიც: ასაკოვანი ხალხი ან ტექნოლოგის ნაკლებად მცოდნე პირები, ნაკლებად კომფორტულად იგრძნობენ თავს ვიდრე, ონლაინ პლატფორმისა და სოციალური ქსელის მომხმარებელი პირები, აქედან გამომდინარე ალტერნატიული და დამხმარე საშუალებები აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. ზოგიერთი ადამიანი კონკრეტულ მედია საშუალებასა და გარემოს არასტუმართმოყვარედაც კი მიიჩნევს.
გარემო და მონაწილეობის სახეები თანაბრად მნიშვნელოვანია. მაგალითად დაბალი სოციალური სტატუსისა და საგანმანათლებლო დონის მქონე პირებმა, ნაკლებ სავარაუდოა, მონაწილეობა მიიღონ სემინარში, რომელიც ტარდება უნივერსიტეტის შენობაში და მონაწილეები პირისპირ კამათში გამოიწვიონ.
ჩატარების ადგილი საჭიროა შეირჩეს იმ მონაწილეთა დასახმარებლად, ვისაც განსხვავებული წვდომის შესაძლებლობები აქვთ, მაგალითად უნარშეზღუდულთა ეტლის მომხმარებლები და საბავშვო ეტლის მქონე პირები. უფრო მეტიც კეთილმოწყობის უქონლობა, როგორიც არის საპირფარეშოები, სამლოცველო ან დედისა და შვილის ოთახები, თავისუფალი სადგომი ან მუნიციპალური ტრანსპორტის მისაწვდომობა, ზოგიერთ მონაწილეს ხელს შეუშლის აქტივობაში მონაწილეობის მიღებაში. ხმის გამაძლიერებლების უქონლობა ან ხელისშემშლელი აკუსტიკა, მაგ. საგზაო მოძრაობა ან ნებისმიერი გარე ხმაური, დისკუსიის ჩატარების ადგილს ბევრი მონაწილისათვის გამოუსადეგარს გახდის.
ყველას მონაწილეობა, სავარაუდოდ გულისხმობს იმ დღეების იგნორირებას, რომლებშიც ზოგიერთი ადამიანი მონაწილეობს რელიგიურ რიტუალებში და მათ განთავსებასა და კომპენსირებას, ვისაც სამსახურეობრივი და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული ვალდებულებები აკისრია.
საჯარო დისკუსია საჭიროებს ინკლუზიურობასა და კეთილგანწყობას. ყურადღება უნდა მიექცეს აუცილებელი ზომების შერჩევას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მონაწილის აქტიურ ჩართულობას საჯარო დებატებში მიღებისათვის სხვა მონაწილეებთან თანაბარ პირობებში. შესაძლებელია საჭირო გახდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სოციალური იზოლაციის გარკვეული ფორმებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.
აუცილებელია, ყურადღება მიექცეს დისკუსიისთვის ისეთი ადგილის შერჩევას, რომელიც ყველასათვის მისაწვდომი იქნება. დებატებისათვის შესაფერისი გარემო შეიძლება იყოს არსებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადგილებში, როგორებიც არის მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე, ადამიანების თავშეყრის ადგილები, სადაც იმართება სამეცნიერო ფესტივალები და სხვა საჯარო ღონისძიებები. ეს ასევე ხელს შეუწყობს ამ ადგილებში ადამიანების შემდგომ შეკრებებსა და ურთიერთობებს.
საჯარო დისკუსიის დროს მონაწილეების წასახალისებლად შეიძლება გამოხატვის სხვადასხვა საშუალება იქნეს გამოყენებული, მაგალითად, ნახატები ან როლების თამაში, ნაცვლად სასაუბრო დიალოგისა.
ინიციატორებს შესაძლოა განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა დასჭირდეთ სოციალურად მარგინალიზებული ჯგუფების მისაზიდად მაგ. მათი თანატოლების, შუამავლებისა და წარმომადგენლების დახმარებით.
კონტროლის მექანიზმები
მექანიზმები შეიძლება გახდეს საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ საჯარო დისკუსიაში გათვალისწინებული იყოს ყველა დაინტერესებული პირის ინტერესები და საჭიროებიდან გამომდინარე, ადაპტირებული იქნეს ამ მისიის შესასრულებლად. აღნიშნული ფუნქცია აუცილებელია გამიჯნულ იქნეს, როგორც პრაქტიკული მენეჯმენტისგან და საჯარო დისკუსიის ინიციატივების მიწოდებისაგან, ასევე ამგვარი ინიციატივების კომისიის წევრების, სპონსორებისა და ადრესატებისაგან.
შესაძლებელია, სასურველი იყოს დებატების ინიციატორი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი ზედამხედველობის უზრუნველყოფა, როგორც საჯარო დებატების საერთო ფორმატის შემადგენელი. მან შეიძლება მიიღოს დამოუკიდებელი საკონტროლო ჯგუფის ან დამოუკიდებელი უფლებამოსილების მქონე ცალკეული პირის სახე.

ირლანდია - საჯარო დისკუსია აბორტთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში მერვე შესწორების გაუქმების შესახებ (2016)
საჯარო დისკუსიის ღონისძიება ინიცირებული იყო კონსტიტუციის მერვე შესწორებების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლითაც იკრძალებოდა აბორტი. პროცესი ითვალისწინებდა სამოქალაქო ასამბლეის ჩამოყალიბებას, რომელიც ხუთჯერ შეიკრიბა 2016-2017 წლებში. ასამბლეის მიერ 2017 წელს მომზადებულმა დასკვნებმა საფუძველი ჩაუყარა 2018 წლის მაისის გადამწყვეტ ეროვნულ რეფერენდუმს. საკმარისი დროის გამოყოფის ვალდებულება, პროცესის ეფექტიანობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა.
„ირლანდიის მოქალაქეთა ასამბლეას“ მიენიჭა უფლებამოსილება იმ ექსპერტების მოსაწვევად, ვისი მოსმენაც მათ სურდათ და მათთვის კითხვების დასასმელად, შემდგომი დისკუსიისათვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად.

გაერთიანებული სამეფო - საზოგადოების მონაწილეობა ტვინის შესახებ მეცნიერების დამოკიდებულების და ნარკოტიკების შესახებ დისკუსიაში (2007))
საჯარო დისკუსიის მრავალსერიული, მასშტაბური აქტივობის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა თემას „საზოგადოების ჩართვა მეცნიერების სფეროში, რომელიც შეისწავლის ადამიანის ტვინს, წამალდამოკიდებულებას და ნარკოტიკებს“, მონაწილეებს შეეძლოთ ურთიერთობა მთელ რიგ ექსპერტებთან, რაც მათ დებატებისთვის მომზადების საშუალებას აძლევდა.
როგორც „ტვინის შესახებ მეცნიერებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების“ შესახებ საჯარო დისკუსიის ინიციატივის ფარგლებში ნაბიჯები გადაიდგა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეკრეაციულ ნარკომანებსა და ყოფილ ნარკომანებს აქტიურ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში და არა მხოლოდ პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ ჯგუფებს საშუალება მიეცათ, შეერჩიათ მათთვის სასურველი მონაწილეობის ხერხი, რაც მათ გააკეთეს ურთიერთშორის დისკუსიის გზით, უსაფრთხო გარემოში და შუამავლების დანიშნვით, როლებთანაც მათ სანდო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ეს შუამავლები წარმოადგენდნენ მათ შეხედულებებს საყოველთაო დისკუსიაში.

ფინეთი - მოქალაქეთა ინიციატივა პარალამენტს (2012)
საჯარო დისკუსია შესაძლოა ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა არსებობს აგრეთვე უფრო ხელმისაწვდომი საშუალებები საჯარო დისკუსიისათვის სივრცის შესაქმნელად. მაგალითს წარმოადგენს ფინური ინიციატივა ადვილად მისაწვდომი ვებგვერდის შექმნის სახით და საზოგადოებისათვის მხარდაჭერის ორგანიზება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათი სურვილით პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. პირველი ექვსი წლის განმავლობაში, ამ ინიციატივას შედეგად მოჰყვა 37 პეტიციის განხილვა.

საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)
ფრანგულმა “États Généraux-ის” ინიციატივამ ეფექტიანად გამოიყენა არსებული რეგიონული ფორუმები ქვეყნის ფარგლებში და მის საზღვრებს გარეთ არსებული ტერიტორიების საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და შესაძლებელი გახადა ფართო საზოგადოების ჩართვა ეროვნულ დისკუსიაში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

პოლონეთი - კონსტიტუციის კვირეული მოქალაქეების ინფორმირებისათვის და მათთან სასაუბროდ (2018)
პოლონეთის კონსტიტუციური კვირეული იყენებს სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ორგანიზაციულ ინფრასტრუქტურას სტუდენტებისა და იურისტების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ამისათვის კონსტიტუციურ სამართალში იმართება ლექციები, როგორც საჯარო დისკუსიის პროცესის შემადგენელი, რასაც ადგილი აქვს ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით 2015 წლიდან და რაც წარმოადგენს სამართალმცოდნეების მიერ შემოთავაზებულ, უსასყიდლო, მოხალისეობაზე დაფუძნებულ, უნარების გასამყარებელ ღონისძიებას.

დანია - საჯარო დისკუსია დანიაში ჯანდაცვის სისტემის მომავლის შესახებ (2008)
საჯარო დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს დანიური ჯანდაცვის სისტემის მომავლის შესახებ და მოგვიანებით კენჭი უყარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პრინციპების შემუშავება ჯანდაცვის რესურსების განაწილებისთვის და რჩევები კანონმდებელთათვის.