IV. ეფექტიანი საჯარო დისკუსია
იმისათვის რომ საჯარო დისკუსია არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“) ეფექტიანი აღმოჩნდეს, ის უნდა იყოს შინაარსიანი და ღირებული ყველა მონაწილისათვის, იმავდროულად პატივისცემით განმსჭვალული თითოეული მონაწილისადმი. მონაწილენი უნდა აღიარებდნენ, რომ მათ აქვთ თანაბარი შესაძლებლობა, რომ მათი ხმა შესმენილი იქნება და მათი წვლილი გათვალისწინებული იქნება მაშინაც კი, თუ ისინი არ ეთანხმებიან პროცესის შედეგად მიღებულ ყველა დასკვნას.
საჯარო დისკუსია კომუნიკაციის ორმხრივი პროცესია. ინფორმაციის გაცვლის ხასიათი - რა ინფორმაცია გადაეცემა, ვის მიერ, ვის გადაეცემა - შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს. ნებისმიერი საჯარო დისკუსიის პროცესში, სავარაუდოდ, ინფორმაციის გაცვლის მრავალფეროვანი ფორმები იქნება გამოყენებული.
იხ. მეტი
მოცემული პარაგრაფი შეეხება იმას თუ როგორ უნდა იქნეს დაცული და გაუმჯობესებული საჯარო დისკუსიის პროცესი. ხარისხი უკავშირდება, თუმცა განყენებულია, ნებისმიერი განსჯისაგან იმის შესახებ არის თუ არა პროცესი სიტუაციის მიზნის შესაბამისი (იხ. წინა პარაგრაფი) ან რამდენად ამართლებს შედეგი მის ინიციატორებისა თუ მონაწილეების იმედებს (იხ. შემდეგი პარაგრაფი).
ეფექტიანი საჯარო განხილვა ინდივიდებისა და ჯგუფებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისეთი ფორმით წვდომას უზრუნველყოფს, რაც აღვივებს ინტერესს და ქმნის უფლებამოსილების შესაძლებლობებს. ხელს უწყობს რწმენის გაჩენას მოქალაქეთა კანონებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე დაქვემდებარებული და სამართლებრივი ულებებითა და ამავე სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე, ფიზიკური პირი. კომპლექსურ ტერმინებში, როგორიც არის მარ. „მოქალაქეთა ასამბლეა“ სიტყვა მოქალაქე უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება, ვიდრე კონკრეტული ეროვნებისა და ამ სახელმწიფოში ხმის უფლების მქონე პირი. შორის, მოქალაქეებსა და მთავრობას ან სამთავრობო ორგანოს შორის. არაეფექტიანი საჯარო დისკუსია არა მხოლოდ მარცხს განიცდის ამგვარი გავლენის მოხდენაში, არამედ ექმნება საფრთხე, რომ ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ წარმოქმნას: ინტერესის უქონლობა, ურთიერთ უნდობლობა, და საბოლოოდ საზოგადოებრივი ცხოვრებისგან გაუცხოების შეგრძნება.
საჯარო დისკუსიის პროცესის ეფექტიანობა შესაძლოა გაიზარდოს, მისი მომზადებისა და ჩატარების პრინციპებისადმი ყურადღების მიქცევით.
ეფექტიანი საჯარო დისკუსია აძლიერებს მოქალაქეთა პოზიციას და ზრდის ნდობას, როგორც მოქალაქეებს შორის, ისე მოქალაქეებსა და მთავრობას ან სახელმწიფო ორგანოებს შორის.