ბიომედიცინის განვითარება პოტენციურად ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, მისი შედეგები კი სერიოზულია და უდავოდ მოიცავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს. საჯარო განხილვა, შესაბამისი სტანდარტების დაწესების შემთხვევაში, შესაძლოა, ინფორმაციისაა და მოსაზრებათა მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. ის ასევე იქნება ერთგვარი ათვლის წერტილი, მართვის სისტემის განსავითარებლად. საჯარო განხილვის შედეგად შესაძლებელი ხდება სიახლეების საფუძვლიანი შეფასება, თუმცა მისი შედეგების პროგნოზირება საეჭვოა.

 საჯარო განხილვა მნიშვნელოვანია მართვის სისტემისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესისადმი საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად.

 საჯარო განხილვა ზრდის ეთიკური თვალსაზრისით რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესის კანონიერებას და მისდამი მხარდაჭერას.


მაგალითები