იმისათვის, რომ საჯარო დისკუსიამ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს, საჭიროა ფუნქციური კავშირის არსებობა საჯარო დისკუსიასა და ჯანდაცვისა და ბიომედიცინის სფეროების მართვის პროცესებს შორის, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას და უნარს აძლევს, გავლენა მოახდინოს მათ ერთობლივ მომავალზე ისეთი ფორმით, რომელიც მართებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

წინა პარაგრაფი შეეხებოდა თავად საჯარო დისკუსიას; ეს პარაგრაფი კი ეხება მის შემდგომ განვითარებასა და მის ოპტიმიზაციას. აღნიშნული გავლენა ორი სახისაა: პირდაპირი (მაგალითად აყალიბებს ახალ პოლიტიკას), აფართოებს საზოგადოების, როგორც სოციალური ორგანიზმის ერთიანობას და ამრიგად საზოგადოების უნარს, რომ დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს მმართველობაში.

პორტუგალია - საჯარო დისკუსია სიცოცხლის დასრულების შესახებ (2017)

სიცოცხლის დასრულების შესახებ საჯარო დისკუსიას შედეგად მოჰყვა წიგნის დაბეჭდვა სათაურით „გადაწყვეტილება სიცოცხლის დასრულების შესახებ – დებატების ციკლი,“ რომელიც შეიცავდა ამონარიდებს კონფერენციის მასალებიდან საზოგადოების წარმომადგენელთა გამოსვლებთან ერთად. წიგნი ასევე შეიცავდა გლოსარიუმს და დასკვნას ძირითადი კითხვებითა და არგუმენტებით, რომლებიც წარმოდგენილი იყო დისკუსიაში, ისევე მოკლე კვლევას შედარებითი სამართლის შესახებ.

დისკუსიას სიცოცხლის დასრულების შესახებ პორტუგალიურ კანონმდებლობაში ცვლილებები არ მოყოლია, თუმცა მის შედეგად მომზადდა წიგნის ფორმატის დოკუმენტაცია, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ორიენტირი ამ საკითხზე სამომავლო დებატებისათვის.

საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)

“États Généraux” ყურადღებით იქნა გაანალიზებული შემდგომში, ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს მიერ (CCNE), რომელმაც 2018 წლის ივნისში გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში, სადაც დამატებით ჩართული იყო მოქალაქეთა კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული აზრი.

საფრანგეთის ეთიკის ეროვნულმა საკონსულტაციო კომიტეტმა (CCNE), 2018 წლის სექტემბერში გამოცემულ თავის დასკვნაში 129 განაცხადა, რომ საფრანგეთის კანონს ბიოეთიკის შესახებ, მხარს უჭერს მიმდინარე საჯარო დისკუსიას ბიოსამედიცინო საკითხებზე და იგი არ წარმოადგენს „ერთჯერად“ მოვლენას. მისი მიზანია, ამგვარ საკითხებზე დისკუსიის კულტურის წახალისება. ამ კონტექსტში CCNE-ის მოხსენება სავარაუდოდ სამომავლოდ ორიენტირად იქნება გამოყენებული.

“États Généraux”- ში საზოგადოების წარმატებული ჩართულობის გასაღები იყო, ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტისათვის (CCNE) მიცემული მანდატი, წარემართა საჯარო დებატები და უზრუნველყო ყველა საჭირო ღონისძიების ორგანიზება. CCNE-ს აღნიშნული ფართო მანდატი 2011 წელს მიეცა, ხოლო დაფინანსება ბიოეთიკის შესახებ კანონის გადასახედად 2018 წელს გამოიყო.

დანია - საჯარო დისკუსია დანიაში ჯანდაცვის სისტემის მომავლის შესახებ (2008)

დანიური ტექნოლოგიის საბჭო ადრე ფინანსდებოდა დანიის მთავრობის მიერ, მაგრამ ახლა დამოუკიდებელ ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების მიერ აღარ ფინანსდება. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული მისი მთავრობისაგან განცალკევება; თუმცაღა მას არ აქვს კანონით განსაზღვრული მანდატი და საკუთარი შემოსავლებით არსებობს.

რუსეთის ფედერაცია - საჯარო დისკუსია და მისი გავლენა კანონზე ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ (2016)

საჯარო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ცვლილებებს კანონში “ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ“, დადასტურდა, რომ ორგანოების დონაცია ძალზე სენსიტიური საკითხია რუსული საზოგადოებისათვის. შემოთავაზებულ შესწორებებს უდიდესი კრიტიკა დაატყდა საზოგადოებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ დისკუსია მხოლდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუკი მასში განხილული პრობლემა ადამიანებისათვის მთლიანად იქნება გასაგები, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებებს.

კვიპროსი ინფორმირებულობის კვირეული (2018)

კვიპროსის ბიოეთიკის ეროვნულ კომიტეტს დაევალა საჯარო დისკუსიისათვის ხელის შეწყობა და ყოველწლიურად არჩეულ თემაზე საჯარო დისკუსიის ორგანიზება.