Back

საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)

საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

საფრანგეთს ინდივიდუალური კანონმდებლობა ჰქონდა ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებით 1988 წლიდან, ხოლო 2009 წლიდან მან საზოგადოებაც ჩართო საჯარო დისკუსიებში. 2011 წლიდან საფრანგეთის კანონი ბიოეთიკის შესახებ მოითხოვს, რომ

ეთიკის ეროვნულმა საკონსულტაციო კომიტეტმა (CCNE) მოახდინოს საჯარო დისკუსიის ორგანიზება და კონსულტაციების გაწევა ბიოეთიკური საკითხების ფარგლებში სამედიცინო ან კვლევის პრაქტიკაში, რაც გავლენას ახდენს ადამიანის სხეულსა და ემბრიონზე. პირველი ეროვნული კონსულტაცია (les États Généraux) - ბიოეთიკის კანონის შესაბამისად - ჩატარდა 18 იანვრიდან, 2018 წლის 30 აპრილამდე.


საკითხი

CCNE - ის მიერ განსაზღვრული იქნა ცხრა სადისკუსიო თემა, 7 სამეცნიერო და 2 საზოგადოებრივი საკითხი, სახელდობრ კი:

  • ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედების კვლევა,
  • გენეტიკური ტესტირება და გენომური მედიცინა,
  • ორგანოების დონაცია და ტრანსპლანტაცია;
  • ნეირობიოლოგია,
  • ჯანმრთელობის მონაცემები,
  • ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია,
  • ჯანმრთელობა და გარემო,
  • ხელოვნური განაყოფიერება,
  • უკურნებელი სენის მქონე ავადმყოფების მოვლა.

აღნიშნული თემები არჩეულ იქნა, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ბიოეთიკის კანონის არსს და მნიშვნელოვანია, ბიოეთიკის სფეროში, ბოლო დროის განვითარებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თემა კანონიდან არ გამომდინარეობს, CCNE-მა გადაწყვიტა მათზე დისკუსიის ხელშეწყობა, საზოგადოებისთვის მათი მართებულობიდან და ეროვნული კონსულტაციის მიერ უზრუნველყოფილი საზოგადოების აზრის მოსმენის შესაძლებლობიდან, სარგებლის მიღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.


მეთოდი

2018 წლის მარტში, „ეროვნული კონსულტაციების თემების წარდგენა“ იყო ორგანიზებული დაახლოებით 60 ჟურნალისტისათვის. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია ჩართული იყვნენ, მთელი ეროვნული კონსულტაციის განმავლობაში იმისათვის, რომ მოეხსენებინათ იმ მოვლენებისა და დისკუსიების შესახებ, რომლებიც ტარდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგ შემთხვევაში, სენსიტიური საკითხების განხილვის დროს, პრესას განგებ არ ატყობინებდნენ დროს, რათა ნეგატიური გავლენა არ მოეხდინათ დისკუსიის მონაწილეთა გულწრფელობაზე.

CCNE-მა შექმნა სამოქალაქო კომიტეტი დისკუსიის პროცესის განსახილველად და ორი თემის ასარჩევად უფრო ღრმა ანალიზისათვის: სიცოცხლის დასრულება და ჩასახვამდე, გენეტიკური ტესტირება. მის განხორციელებას შედეგად მოჰყვა სამი „არჩევანი“, რომლებიც გამოქვეყნდა CCNE - ის განზოგადოებულ მოხსენებაში.

გარდა მოქალაქეთა კომიტეტისა CCNE-მა ორგანიზება გაუწია, როგორც საჯარო დისკუსიის ნაწილს:

  • ეთიკური ნორმების რეგიონული ფორუმის 271 რეგიონული თავყრილობის ორგანიზებას (Espaces de réflexion éthique régionaux ERER); რომელშიც მონაწილეობა მიიღო 21,000-მა ადამიანმა;
  • შეიქმნა ვებგვერდი, სადაც ინდივიდებს შეეძლოთ ონლაინ შემოწირულობების განხორციელება. თებერვალსა და 2018 წლის აპრილს შორის სულ 183,498 დამოუკიდებელი ვიზიტორი შევიდა ვებგვერდზე, 29,032 ადამიანის მონაწილეობით, კონსულტაციისათვის 64,985 შემოწირულობით. თემები, რომლებმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია იყო „გამრავლება და საზოგადოება“ და „სიცოცხლის დასრულების მართვა“, 69%იანი მთლიანი კონტრიბუციის წარმოდგენით.
  • 154 მოსმენით თებერვალსა და 2018 წლის მაისს შორის, 400 ასოციაციის, სამეცნიერო ინსტიტუციებისა და ასევე ფილოსოფიური და რელიგიური ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობით.

მნიშვნელოვანი თავისებურებები და შეცდომებზე მუშაობა

მოცემულ მაგალითში აშკარაა, რომ პოლიტიკურმა ვალდებულებამ უზრუნველყო კანონმდებლობის მხარდაჭერა, საზოგადოების საკმაოდ ფართოდ ჩართვით ბიოეთიკური საკითხების განხილვაში.

მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი განსხვავებული მეთოდების კომბინირება ინფორმირებული დისკუსიის წარმატებისათვის განსხვავებულ და რთულ თემებზე.

განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენდა სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრების ადგილისა და თარიღის საიდუმლოდ შენახვა, ზეწოლისგან და გავლენისგან თავის არიდების მიზნით მედიისა და მისი მსგავსი საშუალებების მხრიდან. ამავდროულად მედიამ სპეციალური მომზადება გაიარა თავიანთი ინტერესების სტიმულირებისათვის პროექტსა დ სადისკუსიო თემებში. რამაც საკმაოდ წარმატებული შედეგი გამოიღო ეროვნულ მედიაში გასაშუქებლად.

ამ ეროვნული მასშტაბის ინიციატივის კიდევ ერთ შედეგს წარმოადგენდა, საზოგადოების ინფორმირების გაზრდა დისკუსიის თემების შესახებ.

კონსულტაციის შედეგი ბიოეთიკის შესახებ კანონის გადახედვა ჯერ კიდევ უდა შეფასდეს, ვინაიდან კანონი ჯერ არ არის მიღებული პარალმენტში. თუმცა ჩანს რომ საჯარო დისკუსიამ უკვე შეიტანა წვლილი ახალი კანონპროექტის შემუშავებაში.

ხერხებისა მრავალფეროვნებისა და მრავლობითი მოსაზრებების მიუხედავად შეცდომა იქნება დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ მან სრულყოფილად წამოაჩინა საზოგადოების აზრი. რეგიონული დისკუსიის უდიდესი ნაწილი მშვიდ და ტოლერანტულ გარემოში წარიმართა, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. დისკუსიის დროს ეგრეთწოდებული „საზოგადოებრივი“ საკითხები, გარკვეულ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ზოგჯერ ეჭვისთვის, კითხვებისთვის და ამრიგად განსხვავებული აზრის მოსმენისთვის, მცირე საბაბს ტოვებდა.

აზრის ონლაინ გამოხატვის საშუალებებმა აგრეთვე დაიმსახურა გარკვეული კრიტიკა მაგ: (1) ვებგვერდზე წვდომის სიძნელე; (2) უზუსტობა ფორმულირებაში “აღმოჩენები და გამოწვევები“; (3) შემსუბუქება, რომელიც ზოგიერთი ადამიანის აზრით არასაკმარისად იქნა მიჩნეული; (4) კონკრეტული გამოხატვის ფორმების განსაზღვრება, რაც ყველა მხარისათვის ერთნაირად მისაღებად არ იქნა მიჩნეული.

ამგვარმა გამოცდილებამ გამოააშკარავა, რომ მოსაზრებები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკისა და სქესის მიხედვით. საბოლოო მოსმენამ რომელიც უამრავი და განსხვავებული იყო და არც იმდენად სადისკუსიო სფეროს ემსახურებოდა, რამდენადაც დროს ცხადყოფისათვის და განმარტებისათვის იმ ორგანიზაციების მიერ, ვინც მიწვევა მიიღო.

ამ ეტაპზე ხაზგასმას იმსახურებს რამდენიმე აღმოჩენა:

  • ახალგაზრდა თაობის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლი, რეგიონულ დისკუსიაში, განსახილველი თემების მრავალფეროვნებითა და რეგიონული ფორუმის (ERER) ძალისხმევის წყალობით,
  • ნაკლებად ინფორმირებული და მეტად დაუცველი მოსახლეობის წევრების კონსულტაციებში ჩართვის სირთულე,
  • ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის არასაკმარისად განხილვა კონსულტაციის დროს, რაც საჭიროებს მიზეზების შესწავლას,
  • შემაშფოთებელი ინფორმაციის საქმის კურსში ყოფნის აუცილებლობა არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვისაც.
  • განსხვავებებისა და პირადი ღირებულებების პატივისცემის მნიშვნელობა განსაკუთრებით ჰომუსექსუალებთან და ჰერმაფროდიტებთან მიმართებით.
  • და ბოლოს, CCNEმა აღმოაჩინა რომ მისი საქმიანობა შეცვლილი და გაუმჯობესებული იქნა, პროცესის განმავლობაში მსჯელობის წყალობით და იგი ასევე დარწმუნდა, რომ ამგვარი მონაწილეობა ამიერიდან აუცილებელი იქნება, საფუძვლიანი ეროვნული და რეგიონული დისკუსიის კონსოლიდაციისთვის, ბიოეთიკური საკითხების განსახილველად.