საჯარო განხილვის გამართვის დაწყებამდე რიგ საკითხებზე მსჯელობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს იმგვარი მიდგომის მოძიებას, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ყველა მონაწილის ინტერესებს. იმის მიგნება კი, თუ როგორი სახის მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტიანი ყოველი განსაკუთრებული შემთხვევისათვის, სავარაუდოდ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს კანონმდებლებისა და საჯარო განხილვის ინიცირების მსურველი სხვა პირებისათვის.

მოცემულ პარაგრაფში გამოყოფილია ოთხი საკვანძო მოსაზრება დისკუსიისთვის მზადებაში მყოფ დაინტერესებულ პირთა დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ არსებულ ვითარებაში ყველაზე შესაფერისი მოქმედებისა და მიდგომის შერჩევაზე მსჯელობა. ხშირად ამართლებს რამდენიმე მეთოდის ერთად გამოყენება და ერთზე მეტი ღონისძიების ჩატარება. ყველაზე შესაფერის მიდგომაში სავსებით არ იგულისხმება მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მიზნების მსახურება; სხვადასხვა მონაწილეებს განსხვავებული მიზეზები ექნებათ დისკუსიაში ჩასაბმელად და შესაძლოა განსხვავებული შედეგების მიღებას იმედოვნებენ.


მაგალითები