Back გაერთიანებული სამეფო - საზოგადოების მონაწილეობა ტვინის შესახებ მეცნიერების დამოკიდებულების და ნარკოტიკების შესახებ დისკუსიაში (2007)

გაერთიანებული სამეფო - საზოგადოების მონაწილეობა ტვინის შესახებ მეცნიერების   დამოკიდებულების და ნარკოტიკების შესახებ დისკუსიაში (2007)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

2006 წელს, სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიამ (AMS) წამოიწყო საზოგადოებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებელი კვლევა, რაც განისაზღვრა ადრეულ, 2005 წელს გამოცემულ მოხსენებაში (ნარკოტიკების მომავალი 2025? / DrugsFutures 2025?)

Drugsfutures-ის საზოგადოებრივი კვლევის აქტივობები ტარდებოდა იანვრიდან- 2007 წლის აპრილამდე და დააკავა სპეციფიკური ჯგუფები, რომლებშიც შედიოდნენ მშობლები და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვები, სტუდენტები, მასწავლებლები, ნარკოტიკების მომხმარებლები და ყოფილი მომხმარებლები, ხანდაზმული ადამიანები, ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები.

მიზანი

საზოგადოების ფართო წრის იმედებისა და პრობლემების შესწავლა, არსებულ და მომავალ, ტვინის შემსწავლელი მეცნიერების, დამოკიდებულებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.


საკითხი

საზოგადოების მონაწილეობის პროგრამა გამიზნული იყო იმ სფეროებზე ფოკუსირებისაკენ, სადაც წამალდამოკიდებულება, ტვინის შემსწავლელი მეცნიერება და ნარკოტიკები ნაწილობრივ გადაფარავს ერთმანეთს, მოიცავს რა სამი ტიპის წამალს, რომლებიც ე.წ. „განჭვრეტის“ ორიგინალურ მოხსენებაში (Foresight report) იყო მითითებული: კანონიერი და უკანონო „რეკრეაციული“ ნარკოტიკები, ფსიქიკური ჯანმრთელობის წამლები და ახალი კატეგორიის ნივთიერებები სახელად „შემეცნების გამაძლიერებლები“, რომელმაც შესაძლოა გონების მუშაობა კონკრეტული ფორმით გააძლიეროს, მაგ. მოკლე მეხსიერება და აზროვნების სისწრაფე.

კონკრეტული შეკითხვები იქნა დასმული შემდეგ სცენარზე დაყრდნობით: ნარკოტიკები და ახალგაზრდა ადამიანები, ნარკოტიკები და უფრო სხარტი გონება და ნარკოტიკები და კანონი.


მეთოდი

სამუშაო ჯგუფი იქნა შექმნილი AMS - ის მიერ საზოგადოებრივი, ჯანმრთელობისა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, მისი დამოუკიდებელი მიმოხილვის მხარდასაჭერად, რომელიც სამეცნიერო პროგრესის მიერ ტვინის შესახებ მეცნიერებაში, დამოკიდებულებისა და ნარკოტიკების (BSAD) მიერ იქნა წამოჭრილი. სამუშაო ჯგუფის წევრობის მიზანი იყო, საკითხთა მრავალფეროვნების ასახვა, მათ შესასწავლად და ეპიდემიოლოგიის, მედიცინის, ნევროლოგიის, ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის, ფარმაკოლოგიის, ფილოსოფიისა და სამართლის ექპერტების მონაწილეობით.

სამუშაო ჯგუფმა გაიარა კონსულტაცია შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან (მაგალითად, მეცნიერებთან, კვლევის დამფინანსებლებთან, მედიცინის მუშაკებთან, საქველმოქმედო და პაციენტთა ჯგუფებთან) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა წამოიჭრას მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო განვითარებასთან ერთად.

მთელი რიგი ღონისძიებანი იქნა ჩატარებული, საჯარო დასაწყისით ლონდონში (113 მონაწილით), 19 მოკლე (2 საათი) ინფორმაციული სემინარით (146 მონაწილე) გაერთიანებული სამეფოს გარშემო, 5 რეგიონული სემინარით გაერთიანებული სამეფოს გარშემო (180 მონაწილე), თითოეული ფოკუსირებას ახდენდა სხვადასხვა თემაზე (მაგ. სამართალი, ფსიქიკური ჯანმრთელობა) და Brainbox-ი, 2-დღიანი სხდომა, გარდა ექვსკვირიანი უფრო ღრმა დისკუსიისა, რომელიც მოიცავდა მთელ 5 თემას რეგიონული სემინარიდან (25 მონაწილე). სოციალური ღონისძიებები, რომელთაგან ზოგიერთი მოიცავდა თავად ნარკოტიკების მომხმარებელთა და ყოფილ მომხმარებელთა პრეზენტაციებს, აგრეთვე დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციებსა და ექსპერტთა შეფასებას ერთდროულად.


მნიშვნელოვანი თავისებურებანი და შეცდომებზე მუშაობა

პროექტი დაწვრილებით იქნა შეფასებული. ზოგიერთი მნიშვნელოვანი თავისებურება საზოგადოებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ქვემოთ არის აღნიშნული (ინფორმაციისთვის, იხ. პროექტის სრული შეფასება):

  • პროცესი წარმატებით ჩატარდა საზოგადოებრივ მონაწილეთათვის. მთლიანობაში რესპოდენტები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, პროცესით და იმითაც თუ როგორ წარიმართა იგი. მან ეფექტიანად დააკავა ადამიანები,
  • მონაწილეებმა იგრძნეს, რომ პროცესი ძალიან სასიამოვნო, ინფორმაციული და შედეგიანი იყო. დისკუსიის ხარისხი და მონაწილეთა ინტერესი და ენთუზიაზმი კი დიდი,
  • მონაწილეებმა ისწავლეს რაღაც ახალი. ამასთანავე ბევრი მათგანი აცხადებდა, რომ დისკუსიაში მონაწილეობამ უფრო ნათელი წარმოდგენა შეუქმნა და ზეგავლენა მოახდინა მათ აზრზე ნარკოტიკებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ.
  • არსებობდა სამომავლო მონაწილეობის მზარდი ენთუზიაზმი. ამ პროცესში მონაწილეობის შედეგად, თითქმის ყველა რესპოდენტს ჰქონდა დიდი სურვილი, რომ მომავალში პოლიტიკის საკითხებზე ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში. აგრეთვე თითქმის ყველა რესპოდენტი გრძნობდა საზოგადოების ჩართვის მნიშვნელობას ამგვარი საკითხების განხილვისას, და ბევრმა მათგანმა გამოხატა მსგავსი ღონისძიების გამართვის სურვილი სამომავლოდაც.
  • ბევრმა მონაწილემ დააფასა ხმის უფლება და AMSის მიერ მისი მოსმენის შესაძლებლობა და იგრძნო, რომ შეეძლო საჯარო პოლიტიკაში წვლილის შეტანა და სამომავლო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა.

გავლენა

  • ერთერთი საზოგადოებრივი პრიორიტეტი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების, როგორც ავადმყოფობის კვლევის საჭიროების შესახებ, არჩეულ იქნა AMSის მიერ და 28 მილიონი ფუნტის ოდენობის ახალი დაფინასება იქნა გამოყოფილი, სამედიცინო კვლევის საბჭოდან, კვლევის ჩასატარებლად.
  • 2009 წლის ივლისში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შესახებ საკონსულტაციო საბჭომ (საშინაო ოფისი), წამოიწყო დეტალური მიმოხილვა უსაფრთხოებისა და შემეცნების გამაძლიერებლების რეგულირების შესახებ, რომელიც გამოჩნდა, როგორც კვლევის პრიორიტეტი საზოგადოების წევრების მიერ მის პროექტში,
  • დიალოგის შედეგად გაიზარდა მისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ მუშაობს ზოგჯერ ლეგალური ბრძოლა ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ.
  • დიალოგმა პირდაპირი გავლენა იქონია და სრულყო AMS მეცნიერება ტვინის შესახებ, დამოკიდებულება და ნარკოტიკები (BSAD) შესახებ, ბოლო მოხსენება მთავრობისადმი. საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლოთ საკუთარი წვლილის კვალი აღმოეჩინათ საბოლოო მოხსენებაში.