საჯარო დისკუსია არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“) უნდა წარმოადგენდეს უწყვეტ პროცესს და არა ერთჯერად ღონისძიებას. ამასთან, განსხვავებულ კონტექსტში, სხვადასხვა დროს, განსხვავებული საჯარო დისკუსიის ღონისძიებები იქნება მართებული. საჯარო დისკუსია უნდა განიხილებოდეს დემოკრატიული მართვის ფართო კონტექსტში.

საჯარო დისკუსიის ღონისძიება ჩვეულებრივ კონკრეტულ მიზანს ემსახურება და წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოშია მოქცეული. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ საჯარო დისკუსია დროის მოცემულ მომენტში ერთადერთ გადაწყვეტილებამდე მივიდეს.

მონაწილეებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ გადაწყვეტილება უკვე იქნა მიღებული და მათ უმნიშვნელო გავლენა შეუძლიათ მოახდინონ. ეს შეეხება ორივე შემთხვევას, როცა გადაწყვეტილებები პოლიტიკურ დონეზეა მიღებული, მაგრამ კრიტიკას იმსახურებენ და როცა საზოგადოების აზრი გადაწყვეტილების მიღებამდეა გათვალისწინებული.

 უწყვეტი საჯარო დისკუსია აქტიური საზოგადოებრივი მონაწილეობის კულტურას ქმნის, რაც, თავის მხრივ ხელს უწყობს ცოდნისა და კომპეტენციის ჩამოყალიბებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველა მოქალაქეს კანონებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე დაქვემდებარებული და სამართლებრივი ულებებითა და ამავე სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე, ფიზიკური პირი. კომპლექსურ ტერმინებში, როგორიც არის მარ. „მოქალაქეთა ასამბლეა“ სიტყვა მოქალაქე უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება, ვიდრე კონკრეტული ეროვნებისა და ამ სახელმწიფოში ხმის უფლების მქონე პირი. ეხება.

დანია - საჯარო დისკუსია დანიაში ჯანდაცვის სისტემის მომავლის შესახებ (2008)

დანიურმა ტექნოლოგიურმა საბჭომ საჯარო დისკუსია მოაწყო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისათვის, სანამ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ინფორმაციის მისაწოდებლად საზოგადოებრივი აზრის თაობაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხებოდა ჯანდაცვის პრიორიტეტებს.

ჯანდაცვის სისტემის მომავალთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია შეეხებოდა პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხს - გარკვული მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების ჩანაცვლებას პირადით, რისთვისაც მნიშნელოვანი იყო პოლიტიკურად სენსიტიური დროის თავიდან აცილება. ამასთან, პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მოშორდა და საჯარო დისკუსიის საგნად გადაიქცა. პოლიტიკის შემუშავება საბოლოოდ დისკუსიის შედეგების მიხედვით წარმიმართა.

ირლანდია - საჯარო დისკუსია აბორტთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში მერვე შესწორების გაუქმების შესახებ (2016)

ირლანდიის კონსტიტუციაში მერვე შესწორების გაუქმების საკითხი, რომელიც აბორტის აკრძალვას შეეხებოდა, პოლიტიკურად საკმაოდ სენსიტიურ პრობლემას წარმოადგენდა, რაც მნიშნელოვანს ხდიდა მოქალაქეთა ასამბლეის პოლიტიკური გავლენისგან დისტანცირებას. ზემოაღნიშნული მიღწეული იქნა საზოგადოებასთან დაინტერესებული მხარეების შეთანხმებით, რომ ეს მხარეები მიკერძოებულ გავლენას არ მოახდენდნენ დებატებზე.