Back ირლანდია - საჯარო დისკუსია აბორტთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში მერვე შესწორების გაუქმების შესახებ (2016)

ირლანდია - საჯარო დისკუსია აბორტთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში მერვე შესწორების გაუქმების შესახებ (2016)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

2016 წლის მაისში, მთავრობის პარტნიორობის პროგრამამ წაახალისა ირლანდიური მთავრობა მოქალაქეთა ასამბლეის დაარსებისკენ, რომელსაც დავალებული აქვს შეისწავლოს საკვანძო საკითხების რიგი, დროის ხანგრძლივ პერიოდში. ამ საკითხებიდან ერთი შეეხებოდა მსჯელობას გაეუქმებინათ თუ ჩაენაცვლებინათ კონსტიტუციის მერვე შესწორება, რომელიც კრძალავდა აბორტს.

სასამართლოში დასრულებულმა ტრაგიკული შემთხვევების მთელმა რიგმა, ძლიერი ზეწოლა მოახდინა ირლანდიურ მთავრობაზე, რათა ყურადღება მიექცია ამ წინააღმდეგობრივი საკითხისადმი. 2013 წელს ქალის სეფსისით გარდაცვალებამ, მას შემდეგ, რაც მას უარი ეთქვა ორსულობის შეწყვეტაში დახმარებაზე, რასაც მოჰყვა მუცლის ნაწილობრივი მოშლა, კამპანიის მონაწილეებს წააქეზა შესწორების გასაუქმებლად მოწოდებისკენ.

მოქალაქეთა ასამბლეის თავმჯდომარე მთავრობის მიერ იქნა დანიშნული და წარმომადგენელთა ჯგუფის 99 წევრი- მოქალაქე იქნა შემთხვევითი პრინციპით არჩეული, რათა ფართოდ გაეცნოთ ირლანდიელი ხალხის მოსაზრებები.

მიზანი

საკონსულტაციო რეკომენდაციების საპარლამეტო კომიტეტისთვის განსახილველად გადაცემა, რომელიც თავის მხრივ პარლამენტს წარუდგენდა რეკომენდაციას.


მეთოდი

მოქალაქეთა ასამბლეამ ჩაატარა ხუთ კვირიანი შეხვედრა 2016 წლის ოქტომბრიდან - 2017 წლის აპრილამდე, რომლის განმავლობაშიც სამართლებრივი და სამედიცინო ექსპერტი მოწმეები იქნენ მოწვეული, რჩევის მისაცემად და კითხვებზე საპასუხოდ. საბოლოო მოხსენება და რეკომენდაციები იქნა მომზადებული, შემდგომ კი მხედველობაში მიღებული პარლამენტართა კომიტეტის მიერ ორივე პალატიდან, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში მოქალაქეთა რეფერენდუმს გაუწია რეკომენდაცია, კონსტიტუციის მერვე შესწორების ამოღებასთან დაკავშირებით. რეფერენდუმისგან მოითხოვდნენ კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რაც ირლანდიური მთავრობის მიერ იქნა შეთავაზებული. აღნიშნული რეფერენდუმი ჩატარდა 2018 წლის 25 მაისს და მიღებული იქნა უმრავლესობით, 66.4 პროცენტი- 33,6 პროცენტის წინააღმდეგ, მერვე შესწორების ამოღების სასარგებლოდ.


მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსასწორებლად

მოქალაქეთა ასამბლეა შედგებოდა კერძო მოქალაქეთაგან; მსჯელობაში პოლიტიკოსები არ მონაწილეობდნენ. მთავრობამ განსაზღვრა თავისი პარამეტრები და პარლამენტმა უპასუხა მის მოხსენებას.

კონსენსუსის მიღწევის ტექნიკამ განაპირობა უფრო ძლიერი ურთიერთქმედება და ურთიერთ პატივისცემა. მოქალაქეთა ასამბლეაში, სხდომის ტონი არ იყო აგრესიული და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია დამსწრე არაპროფესიონალთათვისაც გასაგები იყო.

საპარლამენტო კომიტეტმა ფართოდ ასახა მოქალაქეთა ასამბლეის ტონი და მიდგომა და ამრიგად უფრო ცნობისმოყვარე იყო, ვიდრე დაპირისპირებული.

„კი“ და „არა“ კამპანიები რეფერენდუმისთვის უფრო მეტად, პოლიტიკური პარტიის სტრუქტურისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ორივე კამპანიაში, ძირითადი პარტიები თავიანთ წევრებს, ორივე მხარის მხარდაჭერის ნებას რთავდნენ.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი განგებ იყო შენელებული, რათა დისკუსიის საშუალება მიეცა საზოგადოებისა და მხარეებისათვის.