Back პორტუგალია - საჯარო დისკუსია სიცოცხლის დასრულების შესახებ (2017)

პორტუგალია - საჯარო დისკუსია სიცოცხლის დასრულების შესახებ (2017)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების (CNECV) ეთიკის ეროვნულმა საბჭომ წამოიწყო ეროვნული დისკუსია სიცოცხლის დასრულების საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ევთანაზიას და უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების მოვლის რამდენიმე ეთიკურ საკითხს.

ინიციატივა დაიწყო ლისაბონში 2017 წლის მაისში, რასაც მოჰყვა საჯარო დისკუსიის მთელი სერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ 14 მსჯელობას, დიდი რაოდენობით საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

მიზანი

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ყველა მოქალაქეს შორის თავისუფალი და ინფორმირებული დისკუსიისათვის ხელის შეწყობა იმისათვის, რათა შესაძლებელი იყოს პასუხისმგებლობით მონაწილეობა დემოკრატიულ გადაწყვეტილებების მიღებაში.


შესაძლებლობა

დისკუსიის დროს წამოიჭრა რამდენიმე საკითხი მათ შორის:

  • ინდივიდუალური ავტონომიისადმი პატივისცემა,
  • ავტონომიის შეზღუდვა ევთანაზიისა და სიცოცხლის დასრულებაში დახმარების მოთხოვნისას,
  • როგორ ვიზრუნოთ სიკვდილის პირას მყოფ ადამიანზე და ამგვარი მოვლის შესაძლებლობა და ადეკვატურობა,
  • არგუმენტები ევთანაზიის ლეგალიზაციისა და თვითმკვლელობაში დახმარების ლეგალიზაციის წინააღმდეგ.

მეთოდი

ყველა დისკუსია ღია იყო მოქალაქეთათვის.

მოწვეული იყვნენ ექსპერტები, საკუთარი მოსაზრებების გამოსახატად იმ დილემის შესახებ, რომელიც მათ პროფესიულ როლს უკავშირდებოდა (მაგ. მედიცინა, რელიგია, ფილოსოფია, სამართალი), (აგრეთვე მათი, როგორც ახალგაზრდა ადამიანების, პაციენტთა წარმომადგენლებისა და აზრის შემოქმედთა) თვალსაზრისი.

ბოლო (საერთაშორისო კონფერენციაში), ორი მიდგომა იქნა განხილული, პირველი

სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობა და მსჯელობის პროცესი და მეორე, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებთან დაკავშირებით რომელთაც სთხოვეს, რომ არ გამოეხატათ საკუთარი აზრი, ამის ნაცვლად მოეწოდებინათ ინფორმაცია სამართლებრივი და ფაქტობრივი სიტუაციის შესახებ მათ საკუთარ ქვეყნებში.

ძირითადი მოქმედი პირები იყვნენ მოქალაქეები, ვინც ესწრებოდა ყველა კონფერენციას და შეეძლოთ კონფერენციაში ჩარევა, კითხვების დასმა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება.

საზოგადოებას ჰქონდა შანსი, რომ განეხილა მართებული საკითხები სიცოცხლის დასრულებასთან დაკავშირებით (მაგ. პალიატიური ზრუნვა, ინფორმირებული თანხმობა) ევთანაზიის განსაკუთრებული საკითხის გარდა.

პროექტი დასრულდა 2017 წლის დეკემბერში. 2018 წლის დასაწყისში პარლამეტმა კანონში შესწორების შეტანის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა.

დისკუსია ჩაწერილ იქნა და ფართო გავრცელება ჰპოვა მედიის მიერ. მედიის საინფორმაციო პარტნიორმა გააშუქა დისკუსია შერჩეული ფორმით (ინტერვიუ, ფოტოები, განცხადებები და დისკუსიის შემდგომი მოხსენებები).

წიგნი სათაურით „სიცოცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - დებატების ციკლი“ გამოქვეყნდა კონფერენციის მასალებიდან ამონარიდების ნაკრებთან ერთად, ისევე როგორც საზოგადოების ინტერვენცია (ყველა გამოხატული მოსაზრების მიმოხილვასთან ერთად), რომელიც მოიცავდა საერთაშორისო სემინარზე წარმოდგენილ კონფერენციის ტექსტებს. მასში შედიოდა აგრეთვე გლოსარიუმი, დასკვნები ძირითად საკითხებზე და დისკუსიაში წარმოდგენილი არგუმენტები, ისევე როგორც მოკლე კვლევა კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის შესახებ.


მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსასწორებლად

სამუშაომ მთელი საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომელმაც აღიარა მოქალაქეთა დახმარების მნიშვნელობა საკუთარის აზრის ჩამოყალიბებაში, მიუხედავად პლურალისტური დისკუსიისა.

ყველა ძირითადი შემოქმედის ჩართვა დისკუსიაში, დაეხმარა მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრებების, იმედებისა და შიშის შეცნობაში.

დისკუსიის თავისებურებების, ძირითადი დასკვნების, გლოსარიუმისა და კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის სტრუქტურის რეზიუმეს შემცველი პუბლიკაცია, გამოვიდა 2019 წლის 1 თებერვალს ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტი. დოკუმენტაცია ინარჩუნებს მართებულობას, მიუხედავად, პარლამენტის მიერ, მასში არსებული წინადადებების მიუღებლობისა. იგი დისკუსიის დასკვნებს აქცევს სამომავლო ორიენტირად.

გავლენა

დისკუსიებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ადგილობრივ საზოგადოებაზე როგორც ეს შეფასებული იქნა რიგი მედია საშუალებებსა და საავტორო სტატიებში, ეროვნული და რეგიონული მაუწყებლობისა და პრესის საშუალებით. მათ აღიარეს რევიზიის ფორმატის საჭიროება და საკითხის ღია და თავისუფალი განხილვა, რაც ადრე არასდროს გაკეთებულა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დაწესებულებამ მოითხოვა CNECV-ის საჯარო დისკუსიის დროის გაზრდა და შესთავაზათ ინიციატივების ორგანიზება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ შედიოდა დისკუსიის თავდაპირველ გეგმაში.

გამოცემულ იქნა დისკუსიების რეზიუმეს სპეციალური ტომი, რომელიც მოიცავდა დისკუსიის მონაწილეთა (გამომსვლელები და ზოგადი მაყურებელი) ყველაზე მართებულ პოზიციებს ისევე როგორც, ძირითად შეთანხმებულ დასკვნებსა და საკამათო და საწინააღმდეგო აზრების გამომწვევ საკვანძო საკითხებს.

აღნიშნული ტომი გავრცელებული იქნა წიგნების მაღაზიების მთელ ქსელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და გაიყიდა მოკლე დროში. რესპუბლიკის პრეზიდენტი დაესწრო ღონისძიების გახსნას და ხაზი გაუსვა ინიციატივის მართებულობას, რამაც საინფორმაციო საშუალებების ძლიერი გავლენა იქონია წიგნის შინაარსზე.