ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლი („საჯარო დისკუსიის შესახებ“) იმ რწმენით იქნა შემუშავებული, რომ ბიომედიცინის სფეროში მიღწევებისაკენ სწრაფვა და მათი დანერგვა არა მხოლოდ ექსპერტების ან ხელისუფლების, არამედ მთლიანი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითს წარმოადგენს.

საზოგადოების ინტერესებისა და აზრის პატივისცემა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ბიომედიცინის მიღწევებთან დაკავშირებული კითხვები ხშირად რთულია და შესაძლოა გამოწვევას წარმოადგენდეს საზოგადოებრივი ცხოვრების წესისათვის, რომელიც გარკვეულ ეთიკურ ნორმებს, სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ამ კითხვებზე პასუხებს შეუძლია კარდინალურად შეცვალოს მომავლის საზოგადოება.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ცოდნა, ხალხი და ტექნოლოგია თავისუფლად კვეთს ეროვნულ საზღვრებს, ამგვარ მიღწევებს გავლენა აქვთ, არა მხოლოდ ცალკეული წევრი სახელმწიფოების საზოგადოებაზე, არამედ ყველა სახელმწიფოზე. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც გავლენა აქვთ ბიომედიცინის გლობალურ მიმართულებაზე, სახელმწიფოები საჭიროებენ ურთიერთ კომუნიკაციას, საერთო სტრატეგიის მოსაძიებლად. ამისათვის მათ დასჭირდებათ საკუთარი მოქალაქეების კანონებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე დაქვემდებარებული და სამართლებრივი ულებებითა და ამავე სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე, ფიზიკური პირი. კომპლექსურ ტერმინებში, როგორიც არის მარ. „მოქალაქეთა ასამბლეა“ სიტყვა მოქალაქე უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება, ვიდრე კონკრეტული ეროვნებისა და ამ სახელმწიფოში ხმის უფლების მქონე პირი. მოსაზრებების ცოდნა, რომელთაც ისინი გაეცნობიან საზოგადოებაში წარმართული საჯარო დისკუსიების შედეგად.

მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ საჯარო დისკუსია არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“) ემსახურება როგორც ინფორმირებასა და მოსაზრებების ჩამოყალიბებას, ასევე მათ აღმოჩენასა და დაზუსტებას. არც ცალკეულ საჯარო დისკუსიას, არც დისკუსიების ნაკრებს არ ძალუძს უზრუნველყოს ბიომედიცინისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში ეთიკური მმართველობის სრულად უზრუნველყოფა. საჯარო დისკუსია პროცესის ღირებული ნაწილია, მაგრამ ის არც საკმარისია და არც თვითმიზანს წარმოადგენს.


მაგალითები

Belarus - The rights and responsibilities of doctors and patients in modern healthcare systems (legal and ethics issues) (2018)

Cyprus - Awareness week 2018

Denmark – Public Debate in Denmark on the future of the healthcare system (2008)

Finland - Citizen's initiative to the Parliament (2012)

France - Public debate on the law on bioethics (2018)

Germany - Public discourse on genome editing (2019)

Ireland - Public debate concerning abortion and the repeal of the eighth amendment to the constitution

Poland - Constitutional week to inform and dialogue with citizens (2018)

Portugal - Public debate on the end of life (2017-2018)

Russian Federation – Public debate and its impact on the law on transplantation of human organs and tissues (2016)

United Kingdom - Public engagement on brain science, addiction and drugs (2007-2008)