Back

დანია - საჯარო დისკუსია დანიაში ჯანდაცვის სისტემის მომავლის შესახებ (2008)

დანია - საჯარო დისკუსია დანიაში ჯანდაცვის სისტემის მომავლის შესახებ (2008)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

დანიური ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წნეხს, იმისათვის რომ ჩაეტარებინა უფრო მეტი, უკეთესი და სწრაფი მკურნალობა, მაგრამ ამავდროულად განიცდიდა აუცილებელი დაფინანსების ნაკლებობას.

2008 წელს, დანიის ოლქების ასოციაციის ჯანმრთელობის კომიტეტმა გამოუშვა პროექტი სათაურით „ჯანდაცვის მომავალი სისტემა“, რომელიც ორი ფაქტორისგან შედგებოდა, ესენი იყო:

  • მოქალაქეთა ერთდროული სამიტი დანიის 800 მოქალაქისგან შემდგარ ოთხ ოლქში, 2008 წლის 1 ნოემბერს,
  • სამოქალაქო სამიტის შედეგებზე დაფუძნებული პოლიტიკური სამიტი, პოლიტიკოსების, დაინტერესებული მხარეების, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების მონაწილეობით 2009 წლის 1415 იანვარს.

დანიის ტექნოლოგიის საბჭომ (“Teknologirådet-ი”) და ჯანდაცვის კომიტეტის სამდივნომ, ერთიანი სამდივნო ჩამოაყალიბა, პროექტის განსახორციელებლად.

სამოქალაქო სამიტის მიზანი

სათაურით „ღირებულებები და გამოწვევები“, დანიურმა ოლქებმა მოიძიეს მოქალაქეების ხელთ არსებული ინფორმაცია და მათი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ტექნოლოგიები იმისათვის, რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა, განსაკუთრებით თუ დაავადების მკურნალობის პრიორიტეტების დადგენა მისაღები იყო სხვა პროცედურების ხარჯზე, მაგალითად კონკრეტული პლასტიკური ოპერაციის პროცედურის დროს შესაძლებელია თუ არა კერძო დაზღვევის გამოყენება კონკრეტული მკურნალობის დასაფინანსებლად და არსებობს თუ არა მკურნალობაზე პაციენტის თანხმობის მოპოვების აუცილებლობა და ა.შ.

პოლიტიკური სამიტის მიზანი

შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად ჯანდაცვაში თანამედროვე მიღწევებისა და პრიორიტეტების დასადგენად, დანიური ჯანდაცვის სიტემაში მოღვაწე პირებს შორის, მოქალაქეთა შეფასებებზე დაყრდნობით.

შედეგი

ინიციატივის რამდენიმე აღსანიშნავი შედეგი:

  • ადრე შესაძლებელი იყო თანხის დაბრუნება კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე პირთათვის, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ძვირი უჯდებოდა, მაგრამ გაურკვეველი იყო საზოგადოების რეაქცია, მისი გაუქმების შემთხვევაში, ამიტომ პოლიტიკოსებს გამბედაობა არ ყოფნიდათ მის გასაუქმებლად. თუმცაღა, მოქალაქეთა სამიტზე მონაწილეთა 80%ის მიერ, იქნა გამოხატული მხარდაჭერა, სრულად საჯარო ჯანდაცვის სისტემის, ან კერძო დაზღვევის მიმართ, თანხის დაბრუნების გარეშე, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური დამოკიდებულების შეცვლა და მცირე ხნის შემედგ გადასახადის ანაზღაურება, პოლიტიკურ სამიტის ჩატარების შედეგად გაუქმებულ იქნა.
  • არსებობდა სამოქალაქო მხარდაჭერა, პაციენტებისათვის ისეთი ცხოვრების წესის მიღების მოსათხოვნად, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მათ განკურნებას. აღნიშნული ინტენსიურად იქნა განხილული პოლიტიკურ სამიტზე და გაცილებით დიდი ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის პოლიტიკაში.
  • პოტენციალის ამაღლებას ჯანდაცვის პერსონალისთვის მხარი დაუჭირა 71%მა იმისათვის რათა პერსონალის კვალიფიკაცია ამაღლებულიყო სხვადასხვა დისციპლინაში. გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომ შემცირებულიყო ბარიერები დისციპლინებს შორის (მაგ. იმისათვის რათა სპეციალიზებულ მედდებს შეძლებოდათ გარკვეული სამუშაოს შესრულება, რომელსაც აქამდე მხოლოდ ექიმები ასრულებდნენ).

მეთოდი

სამოქალაქო სამიტი: 4 შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 200 მოქალაქის მონაწილეობით თითოეული, დანიური მოსახლეობის ერთიანი შემადგენლობით ასახვისათვის იქნა შერჩეული. ინფორმაციის მასალები გადაგზავნილი იქნა მონაწილეთათვის სამიტამდე 1 კვირით ადრე; პროგრამა და კითხვები ზუსტად ერთნაირი იყო ყველა შეხვედრაში. 6-საათიანი პროგრამა გაყოფილი იყო 5 თემატურ სხდომად, ყოველი მათგანი იწყებოდა ვიდეო წარდგენითა და დამხმარე კითხვებით, რომელთაც მოქალაქეები განიხილავდნენ ჯგუფურად, 8 მოქალაქე და ერთი თავმჯდომარე, თითოეული მაგიდის გარშემო.

სხდომები შეეხებოდა შემდეგ თემებს:

  • ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები (თითოეულ მაგიდას უნდა აღმოეჩინა ორი გამოწვევა, რომლებსაც ხმას აძლევდნენ შეხვედრის ბოლოს),
  • როგორ უზრუნველვყოთ ჯანდაცვა შესაბამისი პირობებით,
  • პირადი შემოწირულობა (პაციენტისგან),
  • ჯანდაცვისთვის ხელმისაწვდომი რესურსები,
  • რა სარგებლობის მოტანა უნდა შეეძლოს ჯანდაცვის სისტემას მომავალში?
  • პრიორიტეტის მინიჭების პრინციპები,
  • ეტაპი რომელზეც მკურნალობა უნდა აღიქმებოდეს როგორც ჩვეულებრივი მოვალეობა ან კომერციული საქონელი.

თითოეული სხდომა სრულდებოდა მოქალაქეების მიერ 3-5 კითხვისთვის ხმის მიცემით პულტების გამოყენებით. მაგალითად სხდომაში 2ა კითხვები შემდეგნაირი იყო:

  • ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენ ჯანმრთელობაზე?
  • როგორ უნდა გავართვათ თავი არაჯანსაღი სამუშაო პირობებისა და გარემოს გავლენას?
  • როგორ უნდა გავართვათ თავი არაჯანსაღ ცხოვრების წესს?
  • უნდა იყოს თუ არა მკურნალობა მორგებული პაციენტის ცხოვრების წესს, თუ პირიქით?
  • უნდა გაიღონ თუ არა სხვისი ჯანმრთელობისათვის მოქალაქეებმა კონტრიბუცია დონორობის სახით?

ყოველი კითხვაზე იყო მთელი რიგი ალტერნატიული პასუხი.

პოლიტიკური სამიტი 24 საათი გაგრძელდა - 12-დან 12-მდე. პირველ დღეს, განხილული იქნა პოლიტიკური ქმედებები, რომლებიც მოქალაქეთა მსჯელობას აგრძელებდა. მეორე დღე მოიცავდა საქმიან შეხვედრებს, მათი უფრო ღრმად შესწავლის მიზნითა და მათთან დაკავშირებული მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გასაზიარებლად.


მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსასწორებლად

პრაქტიკამ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს დისკუსიამ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. შედეგის მისაღებად მთავარია გადაწყვეტილების მიღების პროცესის მთლიანობაში წარმოდგენა, რომლის ერთი შემადგენელი და პირველი ნაბიჯია მოქალაქეთა მონაწილეობა. საკმაოდ მნიშვნელოვან მომდევნო ნაბიჯს კი პოლიტიკური პროცესის გაგრძელება წარმოადგენს, რომელშიც თავიდანვე უნდა ჩაერთონ პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები.

საჯარო დისკუსიის ფასის/ სარგებლის კოეფიციენტი უნდა განიხილებოდეს მრავალი სადისკუსიო აქტივობის პარალელურად. საჯარო საქმიანობა გამოიყურება, როგორც ძვირი საქმიანობა, ამავდროულად ყველანაირი აქტივობა როდი გულისხმობს ერთნაირ ეკონომიკურ ჯილდოს. თუმცაღა, დროთა განმავლობაში, ცალკეული პროექტებს აქვთ გადაწყვეტილების მიღების ძალა/გამბედაობა, რაც მნიშნელოვან გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების პროდუქტიულობაზე, ხარისხზე და ეკონომიკაზე. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით შეესაბამება სიმართლეს ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის გადასახადების დაბრუნების გაუქმების შემთხვევაში. მისი ორგანიზატორის ციტირება რომ მოვახდინოთ: “გადასახადის დაბრუნების გაუქმება სავარაუდოდ არ მოხდებოდა, მოქალაქეთა მკაფიო განაცხადის გარეშე - რამაც საზოგადოებრივ ბიუჯეტში დაზოგა თანხის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება დანიის საზოგადოებრივი აქტივობის სრულ ფასს “.

საჯარო დისკუსია ხელს უწყობს ღრმა ანალიზს, რომელიც უფრო განსხვავებულ შედეგებს იძლევა ვიდრე გამოკითხვა/მიმოხილვა. მნიშვნელოვანი განსხვავება გამოკითხვასა და საზოგადოების მონაწილეობის მეთოდებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ამ უკანასკნელს ხშირად მოჰყვება მოულოდნელი შედეგები, იმ სურვილის გათვალისწინებით, რომ ჩამოშორდეს ეგრეთწოდებულ „საზოგადოებრივ აზრს“, როგორიც არის მაგ. მედია, გამოკითხვა და ლობისტები. მოსაზრებებს უფრო მეტად ავრცელებენ, მიმდინარეობს მათზე მსჯელობა ან განიხილვა, ვიდრე უბრალოდ რჩებიან, პირადი მოსაზრებად ან ერთი მხარის ოფიციალურ ვერსიად. მაგალითს წარმოადგენს მსგავსი პრობლემა, რომელმაც გაგვაცნო ახალმა მიდგომამ, სახელდობრ იმან, რომ პაციენტებს აგრეთვე უნდა ეკისრებოდეთ პასუხიმგებლობა მკურნალობაზე. აღნიშნულს მხარი არ დაუჭირეს პაციენტთა ორგანიზაციებმა, ლობისტებმა ან გამოკითხულებმა, რაც ჩვეულებრივ გამოხატავდა იმას, რომ ყველას აქვს ერთნაირი მკურნალობის, უპირობო უფლება. თუმცაღა, მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამგვარ მიდგომას.