შესაძლოა, პირველი კითხვა, რომლიც საჯარო დისკუსიის წამომწყებ პირებს უნდა დაესვათ, უნდა შეეხებოდეს მიზეზებს, თუ რატომ აკეთებენ ამას. თუ აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორებიცა და მონაწილეებიც პროცესის მიზეზებს ნათლად განმარტავენ, ეს ერივე მათგანისათვის სარგებლის მომტანი იქნება.

ნებისმიერ წამოყენებულ ინიციატივას აუცილებლად ექნება ერთზე მეტი მიზეზი. მიზეზების არსის გააზრება და მათი გაანალიზება კი ხელს შეუწყობს შესატყვისი მიდგომის მიგნებას. საჯარო განხილვის პროცესის აქტივობები არ უნდა შესრულდეს წინასწარი მსჯელობის გარეშე, მოვალეობის მოხდის მიზნით, ვინაიდან მსგავსი მოქმედება არავის ინტერესებს არ ემსახურება და პირიქით საზოგადოებაში უნდობლობას გამოიწვევს.

გერმანია – საჯარო მსჯელობა გენომის შეცვლის შესახებ (2019)

საჯარო დისკუსია „Genomchirurgie im gesellschaftlichen Diskurs“ (გენომის შეცვლის შესახებ) ეთიკური მიზეზებით შესრულებული რიგი აქტივობების კარგ მაგალითს წარმოადგენს.

საფრანგეთი - საჯარო დისკუსია ბიოეთიკის კანონის შესახებ (2018)

კანონ შეიცავს დებულებებს, რომლებიც პერიოდულად საჯარო დისკუსიას მოითხოვს, კერძოდ, როდესაც შესწორებები შედის ბიომედიცინის შესახებ კანონმდებლობაში და ნებისმიერ შემთხვევაში ყოველ ხუთ წელიწადში. ბოლოს აღნიშნული შესრულდა 2018 წელს, მასშტაბურ საჯარო დისკუსიაში, სათაურით “États Generaux”.

რუსეთის ფედერაცია - საჯარო დისკუსია და მისი გავლენა კანონზე ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ (2016)

რუსეთის ფედერაციას აქვს დისკუსიის ხანგრძლივი პრაქტიკა კანონპროექტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ორგანოების დონეზე, საჯარო დისკუსიის სხვადასხვა ადგილზე ჩატარების გზით. საზოგადოების აზრი აგრეთვე ინტერნეტ პორტალის მეშვეობითაც გროვდება. კანონში “ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით“ შესწორებების თაობაზე დისკუსიას ადგილი ჰქონდა 2016 წელს. დისკუსია დღემდე გრძელდება.