Back

ევროპის საბჭო მესამეჯერ აღნიშნავს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ევროპულ დღეს

ევროპის საბჭო მესამეჯერ აღნიშნავს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ევროპულ დღეს

18 ნოემბერს ევროპის საბჭო მესამეჯერ აღნიშნავს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ევროპულ დღეს. წლევანდელი თემა ეძღვნება „ბავშვთა დაცვას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICTs) საშუალებით განხორციელებული სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან.“

ევროპის საბჭოს ციფრულ საკითხებში მშობელთა მწვრთნელთან, @DigiParentCoach ელიზაბეტ მილოვიდოვთან ერთად შემუშავდა სასარგებლო და პრაქტიკული ვიდეოები მშობლებისათვის, რომლებიც დაეხმარება მათ, დაიცვან თავიანთი შვილები ონლაინ სივრცეში. ვიდეოები  ეხება ბავშვთა ონლაინ დაცვას, ონლაინ სექსუალურ ექსპლუატაციას (შანტაჟს სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებით), ავტომატურად გენერირებულ ღიად სექსუალური ხასიათის გამოსახულებებსა და მასალებს, რომლებზეც ბავშვებია გამოსახული (სექსტინგი); სექსუალური ხასიათის ჩატებს, ბავშვის მინდობას პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით და შურისძიებისათვის სექსუალური ხასიათის გამოსახულებების გამოყენებას. ამ გზით მშობლები უკეთ გაიაზრებენ, თუ რა რისკები შეიძლება დაემუქროს მათ შვილებს ინტერნეტ სივრცეში. ასევე ისწავლიან, თუ როგორ უნდა ესაუბრონ თავიანთ შვილებს ამ საკითხებზე და რა მოიმოქმედონ მსგავს შემთხვევებში.

ევროპული დღის მიზანია:

  • საზოგადოების ცნობიერება სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ და ამგვარი ქმედების თავიდან აცილების აუცილებლობაზე;
  • შეუწყოს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ ღია დისკუსიის წარმართვას, ასევე თავიდან აიცილოს და აღმოფხვრას მსხვერპლთა სტიგმატიზაცია; და
  • შეუწყოს ევროპის საბჭოს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის შესახებ კონვენციის ქმედით განხორციელებას. ეს კონვენცია, რომელიც "ლანზაროტის კონვენციის" სახელითაც არის ცნობილი, ერთადერთი მბოჭავი სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც სახელმწიფოებს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა ფორმის კრიმინალიზაციას ავალდებულებს და მათთან ბრძოლის გზებს აყალიბებს. საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება 2014 წელს მოახდინა.

ევროპის საბჭო ხელმძღვანელობს ევროპული დღის ორგანიზებას, თუმცა, თავისუფლებას და მოქნილობას ანიჭებს წევრ სახელმწიფოებს. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და სამოქალაქო საზოგადოება თავიანთ თავზე იღებენ ევროპული დღის წარმატებით აღნიშვნას და დამოუკიდებლად შეარჩევენ აქტივობებს.

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ:

www.coe.int/en/web/children/2017-edition
www.coe.int/en/web/human-rights-channel/end-online-child-sex-abuse
www.coe.int/children

https://www.coe.int/en/web/portal/-/protecting-children-from-sexual-risks-online-council-of-europe-experts-offer-quick-tips-to-parents