Back გენერალურმა მდივანმა და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ორი ძირითადი პროგრამა გახსნეს

გენერალურმა მდივანმა და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ორი ძირითადი პროგრამა გახსნეს

 

გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ დღეს ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ორი ძირითადი პროგრამა გახსნეს.

2023-2026 წლის „ჰორიზონტალური მექანიზმი დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთისთვის“ გახლავთ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შეესაბამება ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალს და მიმართულია ევროკავშირის გაფართოების პროცესის პრიორიტეტთა ხელშეწყობისკენ. იგი შემუშავებულია, როგორც მოქნილი მექანიზმი ეროვნულ დონეზე რეფორმების მხარდასაჭერად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სფეროებში. ეს მექანიზმი ასევე მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს მონიტორინგისა და საექსპერტო ორგანოების რეკომენდაციებს. ახალი პროგრამის III ეტაპის ბიუჯეტი 41,175,000 ევრო გახლავთ.

„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) 2023-2027 კიდევ ერთი ერთობლივი ინიციატივაა, მიმართული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გაძლიერებისაკენ. პროგრამა ითვალისწინებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტთა კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიზნობრივ მხარდაჭერას. მისი მიზანია უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგის ხელშეწყობა, საქართველოსთან მიმართებით კი - ევროპული პერსპექტივის გაუმჯობესება. ახალი პროგრამის III ეტაპის ბიუჯეტი 19 300 000 ევროს შეადგენს.

შეხვედრა ასევე შეეხო ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხებს.

27 თებერვალი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page