პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის
ევროკავშირი და ევროპის საბჭო ერთობლივი ძალისხმევით უწყობენ ხელს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, და პლურალისტური დემოკრატიის საერთო ღირებულებების დამკვიდრებას ევროპასა და მის სამეზობლოში.
2014 წელს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) დაიწყო, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმების მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, ინიციატივა ხელს უწყობს მართლმსაჯულების გაძლიერებას, წინააღმდეგობას ეკონომიკური დანაშაულის მიმართ, ბრძოლას თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მართლმსაჯულებაზე მეტ ხელმისაწვდომობას ქალებისთვის და ბრძოლას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
PGG შეიქმნა ევროკავშირთან და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კონსულტაციის შედეგად, ევროპის საბჭოს ქვეყნის სამოქმედო გეგმისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის არსებული პრიორიტეტების შესაბამისად. პროგრამას აქვს სამი თანმიმდევრული ფაზა: PGG I (2015-2018), PGG II (2019-2022), PGG III (2023-2027).
ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში პროგრესია უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის შემთხვევაში. გაუმჯობესებულია ევროპული პერსპექტივები საქართველოსთვის. პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ გააგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია თანამშრომლობის მხარდაჭერა ბელორუსის დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
პროექტები
1. საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება
2. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში
3. სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში
4. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში
* While the Partnership for Good Governance does not include activities with the participation of the Belarusian authorities, in line with the EU policy of non-engagement with Belarusian public bodies and state-owned enterprises enshrined in the EU Council Conclusions of October 2020, activities may be organised with the representatives of Belarusian civil society and democratic actors as appropriate, in line with the European Council Conclusions of February 2022 and the Decision of the Council of Europe Ministers’ Deputies of March 2022.

ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 291 38 70/ 71/ 72
+99532 291 38 74