საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება
პროექტის მიზანია გააგრძელოს ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის ხელშეწყობა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე გააძლიეროს შესაბამისი საჯარო ინსტიტუტების, სამართალდამცავი ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ა.შ შესასაძლებლობები ეფექტურად ებრძოლონ და აღკვეთონ კორუფცია, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება ქვეყანაში უფრო ეფექტური და სტაბილური საკანონმდებლო, ინსტიტუტიონალური და ოპერატიული ჩარჩოს შემუშავების გზით, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ მესამე ფაზის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება 2023 წლიდან 2027 წლამდე. პროექტი ეფუძნება პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის წინა ფაზებში ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მიღწეულ შედეგებს (ფაზა I: 2015-2018 და ფაზა II: 2019-2023).
|
|
- საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის / საკანონმდებლო, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების მეშვეობით.
- პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 665 000 ევროს.
- პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 19,3 მილიონი ევრო. 80% დაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ.
- პროექტი გრძელდება 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე.
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები შემუშავებულია;
- კორუფციის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები შემუშავებულია.
- პროექტს განახორციელებს ევროპის საბჭო, კერძოდ კი ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების (ECCD) საშუალებით (ადამინის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატი, DGI).
- პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის
ვებგვერდი: http://partnership-governance-eu.coe.int/
ელ-ფოსტა: [email protected] - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ვებგვერდი: Council of Europe Office in Tbilisi (coe.int);
ელ-ფოსტა: [email protected]
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“(PGG) არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გასაძლიერებლად.
PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულისადმი წინააღმდეგობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ქალების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. PGG მხარს უჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგში, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.
