ევროპის საბჭომ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობით, გამართა ონლაინ ტრენინგი თემაზე, რომელიც შეეხებოდა სადაზღვევო სექტორისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML.CFT) შესაბამისობას. შეხვედრას ესწრებოდა სადაზღვევო კომპანიებისა და სადაზღვევო ბროკერების 34 წარმომადგენელი.
აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს იმ ღონისძიებათა ნაწილს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევას უზრუნველყონ ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციების შესაბამისობის გაძლიერება, ისევე როგორც ფინანსურ და არაფინანსურ სექტორზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.
ღონისძიებაზე განხილული იქნა ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, საზედამხედველო ინსტიტუტებსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობა, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ხარვეზები და მათი გავლენა სადაზღვევო სექტორზე. ამასთან, ტრენინგზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შესაბამის კომპანიებში AML/CFT შესაბამისობის პროგრამის დანერგვის, კლიენტებთან დაკავშირებული AML/CFT რისკების შემცირებისათვის სათანადო ზომების მიღების, ასევე რისკებზე დამყარებული კონტროლის ზომების განხორციელების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სადაზღვევო სექტორში არსებული ძირითადი AML/CFT რისკებისა და შესაბამისობის მარეგულირებელი ნორმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ საკმარისი რესურსების გამოყოფის მნიშვნელობას AML/CFT შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების მიზნით.
ღონისძიება განხორციელდა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი თანამშრომლობისათვის“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“ ფარგლებში.




