ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით. მონიტორინგის საგანგებო მექანიზმების საშუალებით საბჭო თვალყურს ადევნებს საქართველოს პროგრესს ამ სფეროებში.

ამ გვერდზე მითითებულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ მონიტორინგის  სხვადასხვა მექანიზმები და გაეცნოთ კონკრეტულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც საბჭო აწვდის საქართველოს ხელისუფლებას.

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საბჭოს საქმიანობაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი. როგორც სამართლებრივი ორგანო, ეს სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებზე, ინდივიდების ან სახელმწიფოების მიერ წარდგენილი საჩივრების საფუძველზე. იმისთვის, რომ გაეცნოთ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს საქართველოსთან მიმართებაში,  მოიძიეთ პრეცედენტული სამართალი HUDOC-ზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს აგრეთვე სასამრთლოს დადგენილებათა შესრულების მონიტორინგს.

ადამიანის უფლებათა კომისარი და საქართველო

ადამიანის უფლებათა კომისრის მოვალეობაა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება. კომისრის ვიზიტები საქართველოში 2000, 2008, 2009, 2011, 2014, 2015, 2016 და 2022 წლებში განხორციელდა.

  ქვეყნის მონიტორინგი - საქართველო

დემოკრატია კანონის საშუალებით  (ვენეციის კომისია)

ევროპული კომისია კანონის გზით დემოკრატიის მხარდასაჭერად - იგივე „ვენეციის კომისია“ - სამეთვალყურეო ორგანოა საკონსტიტუციო საკითხებზე. ეს კომისია ეხმარება წევრ ქვეყნებს, თავიანთი კონსტიტუციური სტანდარტები ევროპის კონსტიტუციურ მემკვიდრეობას შეუსაბამონ. ვენეციის კომისიამ, წლების მანძილზე, არაერთი მოსაზრება და რეკომენდაცია შეიმუშავა სხვადასხვა კანონთან  (კანონპროექტთან) დაკავშირებით. კომისია ამჯერად საკონსტიტუციო რეფორმის სახელმწიფო კომისიასთან თანამშრომლობს და კონსულტაციას სთავაზობს მას სხვადასხვა თემაზე.

დოკუმენტები

წამების პრევენცია

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პერიოდულად ათვალიერებს  ადამიანების იძულებითი დაკავების ადგილებს (ახალგაზრდების ან ემიგრანტების დაკავების ადგილებს, პოლიციის იზოლატორებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს) და აკვირდება, როგორ ეპყრობიან თავისუფლება შეზღუდულ ადამიანებს საბჭოს წევრ ქვეყნებში. საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შედეგები ასახულია კომიტეტის ანგარიშებში. 

ვიზიტები და ანგარიშები

ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც კონკრეტულ პრაქტიკულ მითითებებს აძლევს წევრ ქვეყნებს რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან გასამკლავებლად.

ანგარიშები

სოციალური უფლებების დაცვა

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, რომლის მიზანია ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა. ევროპის საბჭომ ეს ქარტია 1961 წელს მიიღო, ხოლო მისი განახლებული ვერსია 1996 წლით თარიღდება. ევროპის სოციალური უფლებების კომიტეტი აკვირდება, თუ რამდენად სრულდება წევრ ქვეყნებში ევროპის სოციალური ქარტიის, 1988 წელს მიღებული მისი დამატებითი ოქმისა და ევროპის განახლებული სოციალური ქარტიის მოთხოვნები.

 ფაქტები

დასკვნები

უმცირესობათა დაცვა

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მონიტორინგის სისტემა აფასებს კონვენციის შესრულების ხარისხს წევრ ქვეყნებში. სამეთვალყურეო კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს უმცირესობათა დაცვის გასაუმჯობესებლად.

ანგარიში

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა

ექსპერტთა ჯგუფი „მოქმედება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ“ (GRETA) მონიტორინგს უწევს მხარეთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ“ კონვენციის მოთხოვნათა  შესრულებას. ის რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.

ანგარიში

ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) თვალყურს ადევნებს წევრი ქვეყნების მიერ ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული სტანდარტების შესრულებას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეფასებები

ბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ

ექსპერტთა კომიტეტი MONEYVAL

კომიტეტი აფასებს საბჭოს წევრ ქვეყნებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი შიდა საშუალებების ეფექტურობას.

ქვეყნის პროფილი

COP198

 „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობით მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ (CETS No. 198) ევროპის საბჭოს კონვენციის ფარგლებში მხარეთა კონფერენცია მონიტორინგს უწევს ქვეყნების მიერ კონვენციის სათანადოდ შესრულებას.

მართლმსაჯულების სისტემა

ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისია (CEPEJ)
კომისიის მიზანია მართლმსაჯულების ეფექტურობის გაძლიერება წევრ ქვეყნებში.

შეფასება

ევროპის პროკურორთა საკონსულტაციო საბჭო  (CCPE)
მინისტრთა კომიტეტის ეს საკონსულტაციო ორგანო შეიმუშავებს მოსაზრებებს, ხელს უწყობს Rec(2000)19 რეკომენდაციის შესრულებას და აგროვებს ინფორმაციას პროკურორის სამსახურის ფუნქციონირებაზე ევროპის მასშტაბით.

 ქვეყნის პროფილი

საქართველო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე: ლადო ჭანტურია.
- განაცხადები, რომლებიც გადაეგზავნა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (*)2021 წელს: 120
- განხილვები 2021 წელს: 13 - აქედან 12 დარღვევაა და ერთი არ არის დარღვევა

(*) არ შეიცავს წინა საგანხილვო სტადიაზე მყოფ განაცხადებს  (არასრული საქმე)

ქვეყნის პროფილი - საქართველო

გენერალური მდივანი

გენერალური მდივანი უზრუნველყოფს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგების პერიოდულ მონიტორინგს  და ერთიან ანგარიშს წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს.

ბოლო ანგარიში 

საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება., რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება.

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და საქართველო

საქართველო კონგრესზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან.

მონიტორინგის ანგარიშები

არჩევნებზე დაკვირვება


 

გამოგვყევით

  

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge