ევროკავშირი და ევროპის საბჭო ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბენეფიციარი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ „პარტნიორობის კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ადგილობრივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე. მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის 2023 წელს მიღწეული შედეგებზე, მოსაზრებები გაცვალეს არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე და განიხილეს 2024 წლის პრიორიტეტული აქტივობები.
საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით ოთხი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება. მათი საერთო ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს. ეს პროექტები წინა ფაზების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ხელისუფლების მხარდაჭერას მართლმსაჯულების გაძლიერების და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობაში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაციასა და გაძლიერებაში. „პარტნიორობის კარგი მმართველობისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.
რეგიონულ დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამი პროექტი ხორციელდება. ეს პროექტები მიზნად ისახავს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლას, თანასწორობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობას და მართლმსაჯულებაზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მათი მიზანია გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ხელშესაწყობად პლათფორმის შექმნა და თანამშრომლობის წახალისება.
შეიტყვეთ მეტი პროგრამაზე „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“
ეწვიეთ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ვებგვერდს
ღონისძიებას ორგანიზებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის ქვეშ -„პარტნიორობის კარგი მმართველობისთვის.“ პროგრამა თანადაფიანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.