Back ევროპის საბჭო მხარს უჭერს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციისათვის საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენციის ამაღლებას

ევროპის საბჭო მხარს უჭერს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციისათვის საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენციის ამაღლებას

ევროპის საბჭომ ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისათვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების ამაღლების მიზნით გამართა ოთხდღიანი ტრენინგი ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებისათვის. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს იმ ღონისძიებათა ნაწილს, რომლის მიზანია ანტიკორუფციული ბიუროს შესაძლებლობების მხარდაჭერა ეფექტურად შეასრულოს კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული უფლებამოსილება და უხელმძღვანელოს საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების პროცესს.

ბიურო შეიქმნა 2022 წლის ნოემბერში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ბიურო, ასევე, ვალდებულია უზრუნველყოს ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ წინადადებების, ისევე როგორც ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. შესაბამისად, პროექტის მიერ ორგანიზებული აქტივობა მიზნად ისახავდა ბიუროს წარმომადგენლების უნარების განვითარებას ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით. მონაწილეებმა  მოისმინეს ევროპის საბჭოს ექსპერტების პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა  ზოგადი ანტი-კორუფციული კონცეფციები, ანტიკორუფციული რეფორმისა და ჩარჩოს წინასწარი შეფასებისა და სიტუაციური ანალიზის მეთოდები, გუნდის ორგანიზებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, უწყებათაშორისი კოორდინაციის ასპექტები.  მონაწილეებმა, ასევე, მიმოიხილეს ადგილობრივი ანტიკორუფციულ კონტექსტი და ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასებისათვის არსებულ რეგულაციები. ღონისძიებაზე გაიმართა დეტალური დისკუსიები ანტიკორუფციული საჭიროებების შეფასების მეთოდებისა და კომპეტენტური უწყებებიდან მიღებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისთვის აუცილებელი ნაბიჯების  შესახებ.

ტრენინგი, ასევე, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, კოორდინაციისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის შესახებ ამ პროცესში ანტიკორუფციული ბიუროს როლის გათვალისწინებით.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“  მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში. 

თბილისი, საქართველო 8-9 და 19-20 თებერვალი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge