სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში
პროექტი ესწრაფვის, განაგრძოს ქვეყნის მხარდაჭერა ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დასამკვიდრებლად თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციის ხელშეწყობის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ასევე, ხელი შეუწყოს კოორდინაციას და თანამშრომლობას სახელმწიფო ორგანოებს, იურიდიულ და სამართალდამცავ პროფესიონალებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შიდა სამართლებრივი ჩარჩოების ადაპტირებას და აღნიშნული სტანდარტების გამოყენებას საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის და პრევენციის მიზნით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ - მესამე ფაზის ფარგლებში. იგი დაეყრდნობა აღნიშნული პროგრამის პირველი და მეორე ფაზების შედეგებს თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციის ხელშეწყობის სფეროში (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).
პროექტის მიზნებია: |
საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის და პრევენციის კუთხით თანამშრომლობის გაუმჯობესება დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაუმჯობესება და შესაბამის დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება, ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
როგორ მუშაობს პროექტი?
- სხვადასხვა ტიპის მოქმედებათა კომბინაციით, რომელთა შორისაა კონტექსტზე მორგებული პოლიტიკის განხორციელება, აქტივობები შესაძლებლობათა გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.
- გაუმჯობესებული კოორდინაციისა და თანამშრომლობის მხარდაჭერის მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნა და პოლიტიკის/საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ერთობლივი წინადადებების შემუშავება.
- სხვადასხვა აქტორთა ტრენინგით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა, ცნობიერების ამაღლება და ნარატივები ადამიანის უფლებების შესახებ
- კონკრეტული აქტივობებისთვის გათვალისწინებული მცირე გრანტების მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე საჯარო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერას.
რის მიღწევას ვცდილობთ?
- საქართველოს ინსტიტუციებს და შესაბამის არასახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ სისტემური და კოორდინირებული რეაგირება სიძულვილის ენაზე. აღნიშნული ერთიანი მიდგომა დაეფუძნება საერთო ცნობიერებას სიძულვილის ენის საფრთხეების და გავლენის შესახებ.
- ადგილობრივ ხელისუფლებას და არასახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ ერთნაირი აღქმა სიძულვილის ენის შესახებ, ასევე იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ის უქმნის დაუცველ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს და შესაბამისად, მათ შეეძლებათ რეაგირება მოახდინონ ამ საკითხზე პრევენციისა და დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
ვინ ისარგებლებს პროექტით? |
- სახალხო დამცველის აპარატი
- სამართალდამცავი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო; გენერალური პროკურატურა; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
- ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
პროექტის ბიუჯეტი
- პროექტის სრული ბიუჯეტია 300,000 ევრო.
- მთლიანი პროგრამის საერთო ბიუჯეტია 19.3 მლნ ევრო (80% თანადაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ).
პროექტის ხანგრძლივობა პროექტი მიმდინარეობს 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში. |
როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია?
- პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის (დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, DG II) სიძულვილის ენასთან ბრძოლის და თანამშრომლობის განყოფილება
- პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის
ვებგვერდი: http://partnership-governance-eu.coe.int/
ელფოსტა: [email protected] - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ვებგვერდი: https://www.coe.int/tbilisi;
ელფოსტა: [email protected]
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“(PGG) არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გასაძლიერებლად.
PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულისადმი წინააღმდეგობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ქალების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. PGG მხარს უჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგში, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.