Back თანასწორობის ორგანოების რეგიონული პლატფორმა განაგრძობს მუშაობას სიძულვილის ენის საკითხებზე დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებში

ფოტო: EnvatoElements

ფოტო: EnvatoElements

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონების თანასწორობის ორგანოებს წარმომადგენლებმა განიხილეს საერთო გამოწვევები და იმსჯელეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე. აღნიშნული ღონისძიება თანასწორობის ორგანოების რეგიონული პლატფორმისთვის განკუთვნილი აქტივობების გაგრძელებას წარმოადგენს. რეგიონული პლატფორმა ევროპის საბჭოს მიერ გასულ წლებში განხორცილებული ანტიდისკრიმინაციული პროექტების ფარგლებში შეიქმნა.

ამჯერად, შეხვედრის მთავარი სადისკუსიო თემა იყო სიძულვილის ენის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლოდროინდელი რეკომენდაციის შესრულება და ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვა. ამავდროულად, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს თანასწორობის ორგანოების როლზე სიძულვილის ენის დაძლევის ეფექტური მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და სხვა შესაბამის აქტორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, გააანალიზეს არსებული მარეგულირებელი ჩარჩოები, რომლებიც ეხება ტრადიციულ და ონლაინ მედიას. მათ, აგრეთვე, შეიტყვეს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ შემდეგი მიმართულებით: მედიასთან და სიძულვილის ენის საკითხებზე მოქმედ პლატფორმებთან თანამშრომლობა; არალეგალური და მავნე მედია კონტენტის წაშლა; ერთობლივი ინიციატივები განათლების სექტორთან სკოლის სასწავლო გეგმებიდან დისკრიმინაციული შინაარსის მქონე კონტენტის აღმოსაფხვრელად.

ღონისძიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა გაძლიერდეს ადვოკატირების ძალისხმევა, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება იმ საფრთხეებზე, რომლებიც სოციალური ერთობის წინააღმდეგაა მიმართული. აღნიშნული, ინდივიდებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნას ანაზღაურების ეფექტური მექანიზმები იმ პირებისთვის, რომელთა უფლებებიც ირღვევა. თანასწორობის ორგანოების რეგიონული პლატფორმის შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2024 წლის ივლისში. შეხვედრა ფოკუსირებული იქნება სიძულვილის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წაქეზების წინააღმდეგ არსებულ ზომებზე, რაც ხელს შეუწყობს თანასწორობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მათ საზოგადოებებში რასიზმისა და შეუწყნარებლოის შემთხვევებზე რეაგირების მხრივ.


აღნიშნული ონლაინ შეხვედრა განხორციელდა პროექტის - „თანასწორობის და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა: მეტად მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისკენ სვლა“ და ინიციატივის - „თანასწორობის ხელშეწყობა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთ ბალკანეთში“, ფარგლებში. აღნიშნული პროექტი და ინიციატივა, თანადაფინანსებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ ერთობლივი პროგრამების - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ და ,,დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და თურქეთის ჰორიზონტალური მხარდაჭერა“, ფარგლებში.

ონლაინ 21-22 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge