მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში
პროექტი მიზნად ისახავს გააგრძელოს ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა მართლმსაჯულების გაძლიერების მიზნით; ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები, იურიდიული და სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ., და ამ სტანდარტების გამოყენებით ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის ფარგლებში. ის ეფუძნება მართლმსაჯულების გაძლიერების სფეროში პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის წინა ფაზების შედეგებს (ფაზა I 2015-2018 და ფაზა II 2019-2023).
პროექტის მიზანი
წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის გაძლიერებით საქართველოში.
პროექტის ბენეფიციარები
|
პროექტის ბიუჯეტი
- 1 305 000 ევრო.
- პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 19.3 მლნ ევროს (80% თანადაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ)
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი გრძელდება 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე.
როგორ მუშაობს პროექტი
პოლიტიკის /კანონმდებლობის განახლების, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კომბინაციით.
მოსალოდნელი შედეგები
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოსამართლეთა მიუკერძოებლობის ხელშეწყობა
- სისხლის სამართლის კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით თანმიმდევრული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიღწევა
- ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად სასამართლოების ეფექტურობისა და მოსამართლეთა ცოდნის გაზრდით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების გაუმჯობესება
როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია?
|
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“(PGG) არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გასაძლიერებლად.
PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულისადმი წინააღმდეგობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ქალების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. PGG მხარს უჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგში, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.
