Back ევროპის საბჭო და ევროკავშირი აგრძელებენ პროკურორებისთვის განგრძობადი სამართლებრივი განათლების სისტემის დანერგვის მხარდაჭერას

ევროპის საბჭო და ევროკავშირი აგრძელებენ პროკურორებისთვის განგრძობადი სამართლებრივი განათლების სისტემის დანერგვის მხარდაჭერას

2024 წლის 23 თებერვალს, ევროპის საბჭომ დაასრულა გენერალური პროკურატურის შესაძლებლობების განვითარების რიგი ღონისძიებები, შიდა სასწავლო რესურსების გაძლიერებისთვის. ტრენინგის ოთხი რაუნდის შედეგად ოცდათორმეტმა პროკურორმა მიიღო ცოდნა ზრდასრულთა ტრენინგის ძირითადი პრინციპების, მეთოდებისა და ტექნიკის შესახებ.

გარდა თეორიული ცოდნისა, ტრენინგის მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია ტრენინგების დაგეგმვის, ორგანიზებისა და ჩატარების აუცილებელი უნარ-ჩვევების შესახებ. ტრენინგების შედეგად გაიზარდა ტრენერ-პროკურორების რაოდენობა, რაც საშუალებას აძლევს გენერალური პროკურატურის ოფისს უპასუხოს შიდა სასწავლო საჭიროებებს“.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III 2023-2026 ფარგლებში

თბილისი, საქართველო 23 თებერვალი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge