სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის მიზანი
პროექტი ესწრაფვის, განაგრძოს ქვეყნის მხარდაჭერა ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა თუ ინსტრუმენტების დასამკვიდრებლად მართლმსაჯულების სფეროში, ასევე, მეტად განავითაროს ამ სფეროს პროფესიონალთა შესაძლებლობები, რათა მათ ეს სტანდარტები და ინსტრუმენტები სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენონ: სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, სასამართლოს ადმინისტრირების მოდერნიზაციისათვის, მათ შორის, კიბერმართლმსაჯულების ინსტრუმენტთა დანერგვის გზით. ამასთან, უწყვეტად გააუმჯობესონ სასამართლოს სერვისები პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის დიალოგით.
პროექტი შესრულდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის - მესამე ფაზის ფარგლებში, 2023 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში. იგი დაეყრდნობა აღნიშნული პროგრამის პირველი და მეორე ფაზების შედეგებს მართლმსაჯულების გაძლიერების სფეროში (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).
პროექტის მიზნებია:
- საქართველოში მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კერძოდ კი, საქმეთა ნაშთისა და სამართალწარმოების გაჭიანურების შემცირებას.
- დაეხმაროს სასამართლოს სერვისების გაუმჯობესებას, სამართლის პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გზით.
- ხელი შეუწყოს მოსამართლეთა მხრიდან საქმეების მედიაციისათვის გადაცემის ზრდას, სამედიაციო საქმეებზე სტატისტიკის უკეთ შეგროვებას CEPEJ-ის მედიაციის განვითარების გზამკვლევზე დაფუძნებით.
როგორ მუშაობს პროექტი?
სხვადასხვა ტიპის მოქმედებათა კომბინაციით, რომელთა შორისაა კონტექსტზე მორგებული პოლიტიკის განხორციელება, აქტივობები შესაძლებლობათა გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პროექტის ღირებულება
- პროექტის სრული ბიუჯეტია 800.000 ევრო.
- მთლიანი პროგრამის საერთო ბიუჯეტია 19.3 მლნ ევრო (80% თანადაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ).
პროექტის ბენეფიციარები
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო
- საერთო სასამართლოები
- იუსტიციის უმაღლესი სკოლა
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი
- მედიატორთა ასოციაცია
მოსალოდნელი შედეგები
- სასამართლოები დანერგავენ ხარისხისა და ეფექტიანობის სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს
- გაუმჯობესდება ეფექტიანი და ხარისხიანი სასამართლო სერვისების მოქალაქეებისათვის მიწოდება
- ქოუჩინგის პროგრამა სასამართლოებში შექმნის კარგ პლატფორმას სასამართლოს მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად და პრაქტიკული ზომები გავრცელდება ყველა სასამართლოში
- სასამართლოს მუშაობა გაძლიერდება სასამართლოს გაუმჯობესებული მენეჯმენტის მეშვეობით
- მედიაციისადმი მიმართვიანობა მოიმატებს.
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი შესრულდება 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში.
როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია?
პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ), ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დეპარტამენტი (DG I)
პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის
ვებგვერდი: http://partnership-governance-eu.coe.int/
ელფოსტა: [email protected]
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ვებგვერდი: Council of Europe Office inTbilisi (coe.int)
ელფოსტა: [email protected]

საკონტაქტო ინფორმაცია
უშანგი ბახტაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი. [email protected]
გვანცა გედენიძე, პროექტის ასისტენტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი. [email protected]