Back ადამიანის უფლებათა დღე 2021: ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები

წევრმა ქვეყნებმა სრულად უნდა განახორციელონ ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები
ადამიანის უფლებათა დღე 2021: ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები

ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„როდესაც რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ქვეყნებისთვის შეიძლება მაცდურად ჟღერდეს ადამიანის უფლებების დაცვის შემსუბუქება. თუმცა პირიქით უნდა მოხდეს - როდესაც დრო რთულდება, ყველაზე მეტად გვჭირდება ადამიანის უფლებათა დაცვა და იმ ღირებულებების უნიკალური სისტემის გათვალისწინება, რომლებიც 70 წლის განმავლობაში შენდებოდა.

ეჭვგარეშეა, რომ ევროპა ამჟამად მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რაც მოიცავს  მიმდინარე COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას, არალეგალური მიგრაციას, კლიმატის ცვლილებებსა და სოციალური საკითხებს, მათ შორის მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობის, რასიზმის, დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდას.

ადმიანის უფლებათა კონვენცია შეიქმნა იმისთვის რათა დაეხმაროს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უზრუნველყონ ადამიანის საბაზისო უფლებების დაცვა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ყოველთვის და არა მხოლოდ კარგ დროს.

კონვენცია და მის უკან არსებული სისტემა წარმატებით უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და პასუხობს  ცვალებად გარემოებებს შვიდი ათწლეულის მანძილზე.  

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20 000-ზე მეტმა გადაწყვეტილებამ და მათმა შესრულებამ ჩვენი 47 წევრი სახელმწიფოს მიერ, რეალური ზეგავლენა იქონია არა მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, არამედ ფართე საზოგადოებაზე. ზოგადად, საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის თანასწორობაზე, დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ჯანმრთელობასა და გარემოზე.

„ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენი ღირებულებების ერთგული, როგორც ამას ადამიანის უფლებათა კონვენცია ამბობს და უზრუნველვყოთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების სწრაფი და ეფექტური განხორციელება.“

***

ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ინტერაქტიული ვებგვერდის განახლებული ვერსია, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა ევროპულის კონვენციის ზეგავლენას.

ვებგვერდზე განთავსებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების დაახლოებით 175 მაგალითი, რომლებიც წევრი ქვეყნების მიერ არის განხორციელებული. ამან მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები მოუტანა ყველა განმცხადებელს და უფრო ფართე საზოგადოებას.  

ვებგვერდის განახლებული ვერსია მოიცავს ახალ სექციას ადამიანის უფლებებსა და ჯანმრთელობაზე, ქალთა მიმართ ძალადობისგან თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისა და გარემოს შესახებ. ასევე ხელმისაწვდომია ახალი ინფორმაცია სასამართლო პრაქტიკის შესახებ, ვიდეო და ანიმაცია.

სტრასბურგი, საფრანგეთი 9 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page