Back თანაბარი უფლებები ქალებისა და გოგონებისთვის: კაცების და ბიჭების როლი

თანაბარი უფლებები ქალებისა და გოგონებისთვის: კაცების და ბიჭების როლი

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის და მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირმის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თინი კოქსისა და გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადება

„დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხების მიმართ. მამაკაცებსა და ბიჭებს შეუძლიათ და მნიშვნელოვანი როლი  აქვთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში. ისინი უნდა იყვნენ პოზიტიური ცვლილებების მონაწილეები, შეებრძოლონ სექსიზმს და გამოხმაურების გარეშე არ დატოვონ ქალების შევიწროებისა და უსამართლო მოპყრობის შემთხვევები“.

„გენდერული თანასწორობა თანაბრად სასარგებლოა ქალებისა და კაცებისთვის.  კონკრეტულ გენდერულ როლზე მიჯაჭვულობა და გენდერული სტერეოტიპები ამკვიდრებს მცდარ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რა არის მიჩნეული „სათანადოდ“ - კაცისა და ქალისთვის - და ეს მიდგომა წარმოადგენს ბარიერს რეალური გენდერული თანასწორობის შესაქმნელად“.

„გენდერულმა უთანასწორობამ შესაძლოა  გამოიწვიოს ძალადობაც. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (რომელიც სტამბოლის კონვენციის სახელით არის ცნობილი) ორგანიზაციის ძირითადი ინსტრუმენტია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით კი კაცებსა და ბიჭებს, აქტიური წვლილი შეიტანონ გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის პრევენციაში. ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის სტრატეგიით წახალისებულია კაცებისა და ბიჭების როლი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში. სულ ახლახანს, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ხაზგასმით აღინიშნა კაცებისა და ბიჭებს გადამწყვეტი როლი და პასუხისმგებლობა გენდერული ძალადობის შესაჩერებლად“.  

„ადამიანის უფლებები უნივერსალურია და  დისკრიმინაციის წინააღმდეგ ყველა სახის ბრძოლა, სექსიზმისა და რასიზმის ჩათვლით, გადამწყვეტია თანასწორობისა და სამართლიანობის მისაღწევად. კაცმა ლიდერებმა - იქნება ეს პოლიტიკაში, ბიზნესში, მედიაში, სპორტში თუ კულტურულ ინსტიტუტებში - ყველას თანასწორობის მაგალითი უნდა მისცენ".

სტრასბურგი, საფრანგეთი 8 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page