Back საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე გზაჯვარედინზე იმყოფება, აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები

საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე გზაჯვარედინზე იმყოფება, აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები

„საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადეს საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), საქართველოში მათი სამდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ (2023 წლის 27-29 მარტი).

„საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და მნიშვნელვანი წინსვლა განხორციელდა“ - აცხადებენ ისინი. „საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩანს, რომ რეფორმები შენელდა“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის საჭირო რეფორმები და ევროკომისიის 12 პრიორიტეტული მიმართულება განახორციელონ“- აღნიშნეს თანამომხსენებლებმა და დასძინეს, რომ ეს მიმართულებები დიდწილად ემთხვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში დასახულ პრიორიტეტებს.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა - მიუხედავად იმისა, რომ ისინი კომენტარს არ აკეთებენ მისი საქმის იურიდიულ ასპექტებზე - შეშფოთება გამოთქვეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო არსებული უთანხმოების თაობაზე. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას და ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, რომ უზრუნველყონ უცხოელი ექიმების წვდომა პაციენტზე. „მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდეს ნეიტრალურ, სარწმუნო და სანდო ინფორმაციას“, - აცხადებენ ისინი.

 

სრული განცხადება

ვიზიტის ანონსი

 

4 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page