Back გენერალური მდივანი - ევროპამ უნდა გაუძლოს აგრესიასა და ომს

გენერალური მდივანი - ევროპამ უნდა გაუძლოს აგრესიასა და ომს

ევროპის საბჭოს გენერალურმა  მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა, 2022 წლის ევროპის დღის აღსანიშნად,  „საშინელი ძალადობისა და სეისმური ცვლილებების“ პირობებში, ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა განაახლონ ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში

თავისი ყოველწლიური ანგარიშით, „წინსვლა 2022“, გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და შეაქო უკრაინელი ხალხის „სიმამაცე, გამბედაობა და შეუპოვრობა“. 

„ჩვენ გავბედეთ იმის დაჯერება, რომ მსგავსი სურათი, მსგავსი რეალობა ევროპის წარსულს ეკუთვნოდა. ჩვენ ვცდებოდით. ისტორია დაბრუნდა ჩვენს კონტინენტზე ყველაზე სასტიკი გზებით. განადგურების მასშტაბები და გრძელვადიანი გეოპოლიტიკური შედეგები ჯერ კიდევ ვითარდება.

„ევროპის საბჭო გაერთიანდა უკრაინის სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნისა და მისი ხალხის მხარდაჭერას და შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ, მივიღებთ ქვეყანაზე მორგებულ ზომებს, როგორც კი ძალადობა დასრულდება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ლტოლვილების, რომლებიც ამ ქვეყნებში უსაფრთხოების საძიებლად ჩავიდნენ“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ რუსეთის წევრობის სტატუსის სწრაფი შეჩერება და ორგანიზაციიდან გარიცხვა გარდაუვალი გახდა, რაც მთავრობის ქმედებებმა განაპირობა. ამით კი საკუთარმა მოქალაქეებმა იზარალეს. გენერალურმა მდივანმა ასევე დაამატა: „2022 იქნება წელი, სადაც ისინი (რუსეთის მოქალაქეები) დაკარგავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განპირობებული დაცვის უფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის წარდგენის შესაძლებლობასა და მათ ადგილს ევროპულ ოჯახში.

„უფრო ფართოდ, ეს ყველა ჩვენგანისთვის გაფრთხილებაა. რაც ერთხელ მოხდა, ის შეიძლება განმეორდეს. ჩვენი წარმატებული კავშირი, რომელსაც საერთო მიზანი აქვს, ემყარება მთავრობების გადაწყვეტილებებს, უზრუნველყონ მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც გადახლართული უნდა იყოს ჩვენს კონტინენტზე ცხოვრების თითოეულ ასპექტთან. სიტყვები და დაპირებები მინისტრთა სესიებზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ქმედებები აქ არ სრულდება. მთავარია ის, რომ დაპირებები შესრულებულია, შედეგი მიღებული და სტანდარტები დაკმაყოფილებული. მთავარია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება.

„ევროპის საბჭოს 73 წლის წინ დაარსდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დაპირებით „აღარასოდეს“. უკრაინისთვის, ეს დაპირება არ შესრულდა. ეს არ არის იმ გაერთიანების, რომელიც საერთო მიზანს ემსახურება, წარუმატებლობა, არამედ ცალკეული ქვეყნის მისი ღირებულებებიდან ძალადობრივი გადახრის შედეგი. გაკვეთილი რაც მივიღეთ, არის ის რომ ჩვენი ორგანიზაციის, კონტინენტის წარმატება, ეყრდნობა ჩვენს წევრ სახელმწიფოებს გააკეთონ სწორი საქმე: ჩადონ ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში, როგორც სამართლიანი მომავლის საფუძველი“.


 პრესრელიზი
გენერალური მდივანი - ევროპამ უნდა გაუძლოს აგრესიასა და ომს

Strasbourg, France 4 მაისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page