დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო
ტომი 3: გზამკვლევი დანერგვისთვის
ISBN: 978-9941-8-0735-0
Corporate Author: Council of Europe
Authors:
Publication Date : 2018
Languages: Georgian
Also available in: Albanian Armenian Azeri English Finnish French German Greek Macedonian Romanian Serbian Spanish Ukrainian
ევროპის საბჭოს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და დაცვა. აღნიშნული პრინციპები, უკვე ათწლეულებია, ევროპული საზოგადოებებისა და პოლიტიკური სისტემების ქვაკუთხედს წარმოადგენს, თუმცა ისინი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას მათი შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების პერიოდში. ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება მასზედ, რომ დემოკრატია წარმოადგენს მმართველობის ფორმას, რომელიც ხორციელდება ხალხის მიერ და ხალხის სახელით, და რომ დემოკრატია ვერ იარსებებს იმ ინსტიტუტების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფს რეგულარული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას, უმრავლესობის მმართველობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. თუმცა აღნიშნული ინსტიტუტების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოქალაქეთა მიერ გამოვლენილ აქტიურობაზე, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დამოკიდებულებებისადმი ერთგულებაზე. ამ საქმეში განათლება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და წინამდებარე სარეკომენდაციო ჩარჩო შექმნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს განათლების სისტემებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა სწავლების, სწავლისა და შეფასების საქმეში, და სთავაზობს განათლების სისტემებს ამ მიმართულებით შემუშავებულ მთელ რიგ თანამიმდევრულ მიდგომებს. წინამდებარე პუბლიკაციის მესამე ტომში მოცემულია რეკომენდაციები განათლების ექვს კონტექსტში კომპეტენციების მოდელისა და შესაბამისი დესკრიპტორების გამოყენების თაობაზე, რომლებიც აღწერილია წინამდებარე პუბლიკაციის პირველ და მეორე ტომებში, შესაბამისად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამი ტომი, ერთად წარმოადგენს რეკომენდაციებისა და ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც გამოიყენება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა სასწავლო პროგრამებში ჩართვის, მათი განხორციელებისა და შეფასების მიზნით, როგორც ფორმალურ, ასევე, ფორმალურისაგან განსხვავებულ სასწავლო გარემოში.