ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ონლაინ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის მიმართ რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტი ფოკუსირებულია ციფრულ გარემოში, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე, ასევე შეეხება ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან, თანატოლთა მხრიდან ძალადობის პრევენციას.
ის დაფუძნებულია 2017-2019 წლებში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში გამოვლენილ გამოცდილებასა და მიგნებებზე.
2022-2023 წლის განმავლობაში პროექტი განხორციელდება ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების სამმართველოსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მჭიდრო თანამშრომლობით.
საქართველომ 2014 წელს მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც ასევე ცნობილია „ლანსაროტის კონვენციის“ სახელით
ლანსაროტის კონვენცია არის ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, ამ დანაშაულების პრევენციას, და დამნაშავეთა დასჯას.
ის მოითხოვს წევრ სახელმწიფოთაგან ბავშვთა მიმართ ყველა სახის სექსუალური დანაშაულის კრიმინალიზაციას და კონკრეტული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებას სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის, მსხვერპლთა დასაცავად და დამნაშავეთა დევნისთვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წაახალისებს გამოყენებას და იხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს რეკომენდაციებითა და გაიდლაინებით (ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ინტეგრირებული ეროვნული სტრატეგია (CM/Rec (2009)),კიბერდანაშაულის შესახებ კონვენცია(ETS No. 185),ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება (CM/Rec (2010), ციფრულ გარემოში ბავშვის უფლებების პატივისცემის, დაცვისა და განხორციელების მიზნით (CM/Rec(2018)).
თავად პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ეფუძნება ეროვნულ დონეზე უკვე განხორციელებულ პროგრესსა და გაწეულ სამუშაოს.
კერძოდ, ზოგიერთი ძირითადი ეროვნული სტანდარტი და პოლიტიკა მოიცავს ბავშვთა უფლებების კოდექსს, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმას, საქართველოს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას.
კანონმდებლობის და პოლიტიკის დახვეწა
გაანალიზებული იქნება მიმდინარე სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე დამყარებული შეფასების გზით, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის, მათ შორის ციფრულ გარემოში შესაბამისად.
პროექტის განხორციელების ეტაპზე შემუშავდება რეკომენდაციები, მეთოდოლოგია, საკანონმდებლო ცვლილებები ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის მიზნით.
ტრენინგი და შესაძლებლობების განვითარება
პროექტი ითვალისწინებს მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სხვა პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის საკითხებში, მათ შორის ციფრულ გარემოში.
ტრენინგები უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული საგამოძიებო მოქმედებების, ბავშვთა დაცვისა და ძალადობის პრევენციის გაძლიერებას.
ცნობიერების ამაღლება
პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფენომენის თაობაზე, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საქართველოში ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების შესახებ.
აღნიშნული მიზნები მიიღწევა მთელი რიგი აქტივობების მათ შორის საჯარო ინფორმაციის, ცნობიერების ამაღლების კამპანიის, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, ხელისუფლების წარმომადგენლების და ბავშვთან ერთად მომუშავე პროფესიონალების მიზნობრივი მგრძნობელობის გაზრდის გზით.
პროექტის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ა.შ. ასევე, მოძიებული იქნება თანამშრომლობა და პარტნიორობა სხვა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. , ასევე ამ სფეროში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
ბავშვები საქართველოში ისარგებლებენ ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან გაუმჯობესებული დაცვით, მათ შორის ციფრულ გარემოში.
