Back ტრენერთა ტრენინგი ონლაინ ბავშვთა სექსუალური ძალადობის და ექსპლუატაციის ეფექტიანი გამოძიების და დევნის შესახებ

ტრენერთა ტრენინგი ონლაინ ბავშვთა სექსუალური ძალადობის და ექსპლუატაციის ეფექტიანი გამოძიების და დევნის შესახებ

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებულ სამ დღიან ტრენერთა ტრენინგს „ონლაინ ბავშვთა სექსუალური ძალადობის და ექსპლუატაციის ეფექტიანი გამოძიება და დევნა(ToT) საქართველოს გენერალური პროკორატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს  და უზენაესი სასამართლოს  16 წარმომადგენელი დაესწრო.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის დანაშაულებები დღევანდელობის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს.

ინტერნეტის მზარდი მოხმარების მაჩვენებელი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სმარტფონებზე წვდომა კი ნიშნავს, რომ მათ აქვთ წვდომა კომუნიკაციის მრავალრიცხოვან საშუალებებზე , უფრო ადვილად და ხშირად შედიან კონტაქტში უცხო ადამიანებთან, ამგვარი ურთიერთობის რისკების გააზრების გარეშე.

შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების და მოსამართლეების მიერ ელექტრონული მონაცემების მნიშვნელობის გადააზრება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა, ხელს შეუწყობს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას.

ტრენერთა ტრენინგის (ToT) მონაწილეები ტრენინგისა და მის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოს საფუძველზე მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ  კოლეგებსა და ამ სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებს.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page