Back ტრენინგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის სპეციფიკის თაობაზე

ტრენინგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის სპეციფიკის თაობაზე

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით, სამდღიან ტრენინგი ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბისა და სახელმწოფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებისათვის, კახეთში სასტუმრო წინანდლის ტერიტორიაზე, თემაზე  „სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის სპეციფიკა.“

პროექტის ფარგლებში, მულტი დისციპლინური ტრენინგი ჩატარდა სამ ეტაპად რომელმაც მოიცვა და დაფარა  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი- სოციალური მუშაკების, საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს, პროკურატურის და  მოსამართლეების  საჭიროებები  საქართველოს განსხვავებული რეგიონებიდან. ჯამურად ტრენინგებს დაესწრო  80 ადამიანი.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ტრავმა-ინფორმირებული გამოკითხვა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, და ასევე  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვის დაგეგმვის და მომზადების ფსიქოლოგიური ასპექტები, რომელიც მათ პრაქტიკაში, გამოკითხვის დროს,  დაეხმარებათ  ბავშვის საუკეთესო  ინტერესების განსაზღვრაში, სტრესული ფაქტორების არიდებასა და მართებული კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს  ბავშვისგან სრული და სარწმუნო ინფორმაციის მიღებას, მისი ხელახალი ტრავმირების გარეშე.

თეორიული ნაწილით, პრაქტიკული, სიმულაციური სავარჯიშოებით დატვირთული ინტერაქტიული ლექცია ეყრდნობა ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოს - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის თავისებურებები.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.

წინანდალი, საქართველო 2 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge