Back ტრენინგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის სპეციფიკა

ტრენინგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის სპეციფიკა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებულ სამ დღიან ტრენინგ „სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის სპეციფიკა“ დაესწრნენ მოსამართლეები, საქართველოს გენერალური პროკორატურის და  შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლები.

ტრენინგ მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე - პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სიმულაციებს, პანელურ დისკუსიას, ინტერაქტიულ ლექციას და  პრეზენტაციას და ეყრდნობა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოს -  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების გამოკითხვის თავისებურებები.

მოსამართლეების მონაწილეობამ ტრენინგს დამატებითი მნიშვნელობა შესძინა და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დისკუსიასა და სიმულაციურ პროცესებზე.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ტრავმა-ინფორმირებული გამოკითხვა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, და ასევე  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვის დაგეგმვის და მომზადების ფსიქოლოგიური ასპექტები, რომელიც მათ პრაქტიკაში, გამოკითხვის დროს,  დაეხმარებათ  ბავშვის საუკეთესო  ინტერესების განსაზღვრაში, სტრესული ფაქტორების არიდებასა და მართებული კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს  ბავშვისგან სრული და სარწმუნო ინფორმაციის მიღებას, მისი ხელახალი ტრავმირების გარეშე.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge