Back ტენდერი კომუნიკაციის და ცნობიერების ამაღლების სერვისებზე ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში საკითხებზე

ტენდერი კომუნიკაციის და ცნობიერების ამაღლების სერვისებზე ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში საკითხებზე

ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში “.

პროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად სამართლებრივი და პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე მათ შორის ციფრულ გარემოში, ეფექტური რეაგირების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს  კომუნიკაციის და ცნობიერების ამაღლების სერვისებზე ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში საკითხებზე.

დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო  დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

ტენდერის შესახებ ინფორმაცია

ხელშეკრულება

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 ივნისი, 18:00 სთ (საქართველოს დროით) ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით “Tender – Communication”

17 მაისი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page