დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო
ტომი 2: დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებისდესკრიპტორები
ISBN: 978-9941-8-0734-3
Corporate Author: Council of Europe;
Authors:
Publication Date : 2018
Languages: Georgian
Also available in: Albanian Armenian Azeri English Estonian Finnish French German Greek Japanese Macedonian Portuguese Romanian Serbian Slovak Spanish Ukrainian
ევროპის საბჭოს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და დაცვა. აღნიშნული პრინციპები უკვე ათწლეულებია ევროპული საზოგადოებებისა და პოლიტიკური სისტემების ქვაკუთხედს წარმოადგენს, თუმცა ისინი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას მათი შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების პერიოდში. ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება მასზედ, რომ დემოკრატია წარმოადგენს მმართველობის ფორმას, რომელიც ხორციელდება ხალხის მიერ და ხალხის სახელით, და რომ დემოკრატია ვერ იარსებებს იმ ინსტიტუტების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფს რეგულარული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას, უმრავლესობის მმართველობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. თუმცა აღნიშნული ინსტიტუტების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოქალაქეთა მიერ გამოვლენილ აქტიურობაზე, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დამოკიდებულებებისადმი ერთგულებაზე. ამ საქმეში განათლება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და წინამდებარე სარეკომენდაციო ჩარჩო შექმნილია იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს განათლების სისტემებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა სწავლების, სწავლისა და შეფასების საქმეში, და სთავაზობს განათლების სისტემებს ამ მიმართულებით შემუშავებულ მთელ რიგ თანამიმდევრულ მიდგომებს. წინამდებარე პუბლიკაციის მეორე ტომში შესულია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დესკრიპტორები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოცემულია პუბლიკაციის პირველ ტომში. მოცემული დესკრიპტორები განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტებისათვის და ემსახურება მათ დახმარებას სწავლის შედეგების შემუშავებაში, სწავლის გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპეტენციათა ათვისების დონის შეფასებაში და იმ ელემენტების აღმოჩენაში, რომლებიც შემდგომ მუშაობასა და განვითარებას საჭიროებს. დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს დანერგვის თაობაზე შესულია წინამდებარე პუბლიკაციის მესამე ტომში.