Back საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უკეთესად არიან ინფორმირებულები საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის მნიშვნელობის შესახებ

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უკეთესად არიან ინფორმირებულები საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის მნიშვნელობის შესახებ

საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული პოლიტიკის განვითარებასა და იმპლემენტაციაში, ასევე კეთილსინდისიერების ინსტრუმენტების წახალისებაში. ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული ჩარჩოს უკეთ გააზრებისა და განხორციელების მხარდასაჭერად, ევროპის საბჭომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) თანამშრომლობით საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ორი შეხვედრა გამართა. ღონისძება ჩატარდა ადგილობრივი მუნიციპალიტებების (ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი) საჯარო მოხელეებისათვის 2023 წლის 15-16 ივნისს, თბილისში. აღნიშნული აქტივობები  წარმოადგენს პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ , (რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II) ფარგლებში 2022 წელს გამართული შეხვედრების გაგრძელებას.

სუსი-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ევროპის საბჭოს ექსპერტთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წამომადგენლებს გაუზიარა ინფორმაცია ძირითადი ანტიკორუფციული კონცეფციების, კორუფციის პრევენციის ძირითადი ინსტრუმენტების, კორუფციული რისკების მონიტორინგისა და მართვის ეფექტური მექანიზმების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება და შეტყობინება, მამხილებელთა დაცვა და კორუფციული რიკების მართვა წარმოადგენდა შეხვედრის დროს განხილულ ძირითად საკითხებს. მონაწილეების მიერ, ასევე გაანალიზდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრაქტიკაში არსებული კონკტრეტული შემთხვევები. ევროპის საბჭოს ექსპერტის მონაწილეობამ დამსწრეებს განხილული საკითხები დაანახა საერთაშორისო პერსპექტივიდან. შეხვედრამ სუს-ის ანტოკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს, ასევე, მისცა შესაძლებლობა მონაწილეებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია სააგენტოს მანდატისა და საქმიანობის შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გადამზადნენ ტრენერებად ტრენერთა ტრენინგის პროგრამის ფარგლებში,         პროგრამა მიზნად ისახავდა შესაბამისი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას ანტი-კორუფციული სასწავლო პროგრამის უკეთ შედგენაში.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“  მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში 2023-2027. 

 იხილეთ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სიახლე

15-16 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტის შესახებ

პროექტის მიზანია გააგრძელოს ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის ხელშეწყობა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე გააძლიეროს შესაბამისი საჯარო ინსტიტუტების, სამართალდამცავი ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ა.შ შესასაძლებლობები ეფექტიანად ებრძოლონ და აღკვეთონ კორუფცია, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება ქვეყანაში უფრო ეფექტიანი და სტაბილური საკანონმდებლო, ინსტიტუტიონალური და ოპერატიული ჩარჩოს შემუშავების გზით, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის - მესამე ფაზის ფარგლებში, 2023 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში. იგი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ამავე პროგრამის პირველი და მეორე ფაზებისას მიღწეულ შედეგებს დაეყრდნობა (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).

 პროექტის ბიუჯეტი: 665 000 ევრო

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 19,3 მილიონი ევრო. 80% დაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ.

 პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე

 

მეთოდოლოგია

საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის/საკანონმდებლო, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების მეშვეობით.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

პროექტის პარტნიორი/ბენეფიციარი უწყებებია:

  • საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მათ შორის, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური)
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
  • საქართველოს იურისტთა ასოციაცია
  • იუსტიციის სამინისტრო (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსთა პალატა)
  • საქართველოს გენერალური პროკურატურა
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა

პროექტის მიზნები

  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები შემუშავებულია;
  • კორუფციის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები შემუშავებულია.

 

 

როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია?

  • პროექტს განახორციელებს ევროპის საბჭო, კერძოდ კი ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების (ECCD) საშუალებით (ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატი, DGI).
  • პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის
    ვებგვერდი: http://partnership-governance-eu.coe.int/
    ელ-ფოსტა: [email protected]
  • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
    ვებგვერდი: Council of Europe Office in Tbilisi (coe.int);
    ელ-ფოსტა: [email protected]

პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გასაძლიერებლად.

PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულისადმი წინააღმდეგობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ქალების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. PGG მხარს უჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგში, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge