პროექტი "კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” (PGG II-GE)  ერთ-ერთია იმ ექვსი პროექტიდან, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” (PGG) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მხარდასაჭერად განხორციელებული ინტერვენციების მეორე ეტაპს. პროექტი ეფუძნება 2015 წლიდან ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ინიციატივების შედეგებს. ამას გარდა, პროექტი დამატებით ყურადღებას გაამახვილებს  კორუფციასთან ბრძოლაზე. პროექტი ხელს შეუწყობს 2020 წლისთვის “კანონის უზენაესობისა და ანტი-კორუფციული მექანიზმების განმტკიცების” პრიორიტეტულ სფეროში დასახული შედეგების მიღწევას და იგი შესაბამისობაშია ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგითა და საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თანამშრომლობის პრიორიტეტებთან.

ამოცანები
პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ევროპული და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეკონომიკურ დანაშაულთან და კერძოდ, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან (ML/FT) ბრძოლისა და პრევენციისთვის შესაძლებლობების განმტკიცება. პროექტის მოსალოდნელი შედეგები და კონკრეტული აქტივობები განისაზღვრა ქვეყნის საჭიროებებისა და აღნიშნულ სფეროში მხარდაჭერის უზრუნველყოფის შეთანხმებული მიდგომის საფუძველზე. პროექტის ძირითადი მიმართულებებია:
საქმიანობა

თითოეულ სფეროში პროექტი ითვალისწინებს დამხმარე აქტივობებს, როგორიცაა შეფასებები, ექსპერტის კონსულტაცია, სემინარები, ტრენინგები და მრგვალი მაგიდის დისკუსიები. აქტივობის შედეგების ასახვის მიზნით მომზადდება ტექნიკური დოკუმენტები, სახელმძღვანელოები ან სხვა წერილობითი მასალები, რომელებიც პროექტის ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.  როგორც შესაბამისი თემატური სფეროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წამყვანი აქტორი, პროექტის აქტივობებს განახორციელებს ევროპის საბჭო, კერძოდ კი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების (ECCD) საშუალებით.


 

საკონტაქტო პირი

თეა ზარნაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი

[email protected]