Back გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ გაიუმჯობესა ცოდნა ეროვნულ დონეზე მიზნობრივი ფინანსური სანქციების გამოყენების მიმართულებით

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ გაიუმჯობესა ცოდნა ეროვნულ დონეზე მიზნობრივი ფინანსური სანქციების გამოყენების მიმართულებით

ევროპის საბჭომ, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამართა სამდღიანი ტრენინგი „მიზნობრივი ფინანსური სანქციების ეფექტური გამოყენება“.  შეხვედრა განკუთვნილი იყო იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის (2019) შესაბამისად შექმნილია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომლის სამდივნოს ფუნქციებსაც ასრულებს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აღნიშნული დეპარტამენტი წარმოადგენს ძირითად პარტნიორს გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციების იმპლემენტაციისას, რომლებიც შეეხება ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის დაფინანსების გავრცელების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას.

2020  წელს , MONEYVAL-ის მე-5 რაუნდის საქართველოს შეფასების ანგარიშში  მითითებულია საქართველოს მიერ განხორციელებული პოზიტიური საკანონმდებლო ნაბიჯები, თუმცა ასევე შეიცავს მოწოდებას მიზნობრივი ფინანსური სანქციების დროული განხორციელებისა და იმ პროცედურების    გატარებისათვის, რომლებიც შეეხებიან  სიაში შეყვანილი პირების განახლებასა და გაეროს უშიშროების საბჭოსთვის დანიშვნების შეთავაზებას.

საქართველოს ხელისუფლებისთვის MONEYYVAL-ის რეკომენდაციების განხორციელებაში პროექტის მხარდაჭერის გაგრძელების მიზნითა და სამდივნოს თხოვნით, 2022 წლის 3-5 ოქტომბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „მიზნობრივი ფინანსური სანქციების ეფექტური გამოყენება“.  შეხვედრა მიზნად ისახავდა  ეროვნულ დონეზე გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულების მიზნით სამდივნოს პერსონალის პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებას.  ტრენინგის დროს  მონაწილეებმა,  ასევე, განიხილეს მესამე პირებისაგან, მათ შორის შესაბამისი ორგანოებისა და კერძო სექტორისაგან, ძირითადი პარტნიორებისაგან ინფორმაციის მიღების  გზები გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების შესაბამისი აღსრულების მიზნით.

მონაწილეებმა განიხილეს  გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების (1267/1989, 1988, and 1718 და1730) მიზნები და მოთხოვნები ფინანსური სანქციების, იარაღის ემბარგოს, ქონების გაყინვის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. დეტალური ანალიზის შედეგად, მონაწილე საჯარო მოხელეებმა, ასევე  დაადგინეს საქართველოს ფულის გათეთრების შესახებ კანონის შესაბამისი რეგულაციები თითოეული ზემოაღნიშნული რეზოლუციისთვის.

ტრენინგის მთელი ერთი დღე დაეთმო მიზნობრივი ფინანსური სანქციების მოთხოვნების შესრულების სხვადასხვა ეროვნული პრაქტიკის გაცნობას. ამგვარმა  ანალიზმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი, მონაწილეებს გააცნო ეფექტური შიდა თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობა, ასევე კომპეტენტური ეროვნული ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის როლი.

ზემოაღნიშნული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას განახორციელოს MONEYVAL-ის რეკომენდაციების სათანადო იმპლემენტაცია ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართული ფინანსური სანქციების გამოყენების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

3-5 ოქტომბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page