Back საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თემაზე საქართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების ტრენერებად მომზადება

საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თემაზე საქართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების ტრენერებად მომზადება

ევროპის საბჭოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ამავე სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენერთა ტრეინინგი „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში“.  აღნიშნული ღონისძიების მეშვეობით მომზადებული ტრენერები მომავალში ჩაატარებენ კორუფციის პრევენციის შესახებ ტრეინინგებსა და ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წამყვან როლს ასრულებენ ეფექტური ანტი-კორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცილებაში, კეთილსინდისიერების ხელშეწყობისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების, ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი მექანიზმისა და კორუფციული რისკების მართვის გზით. 2019 წლის ანტიკორუფციული სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ ანტი-კორუფციული მიმართულებით არსებული საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე არსებული მოთხოვნები, ასევე, მოქმედებს ადგილობრივი მმართველობის მიმართაც.

ანტი-კორუფციული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეულის, ანტი-კორუფციული სააგენტოს მეშვეობით,  ვალდებულია კორუფციის პრევენციის შესახებ გამართოს საინფორმაციო შეხვედრები და მოახდინოს კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შესაბამისად, ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული სააგენტოს თანამშრომლების ადგილობრივ ტრენერებად მომზადებას კორუფციის პრევენციის მიმართულებით.  შეხვედრაზე ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა განიხილა ცოდნის ეფექტურად გადაცემის მიზნით ტრეინინგის ჩატარების კონკრეტულ მეთოდები. შესაბამისად, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ანტი-კორუფციულ პროგრამის შემუშავების, სასწავლო მიზნების განსაზღვრის, ტრეინინგის მეთოდოლოგიის გამოყენების  პროცესებსა და და ტრეინინგის ჩატარების სხვადასხვა ტექნიკას.

მონაწილეებმა ევროპის საბჭოს საერთაშირისო ექსპერტთან ერთად, ასევე, განიხილეს კორუფციის პრევენციის ზოგადი კონცეფცია. ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოსათვის მნიშვნელოვან ისეთ  თემებზე, როგორებიცაა საჯარო ინსტიტუტებში კორუფციის პრევენცია, კორუფციის შესახებ შეტყობინების მექანიზმები, მათ შორის მამხილებლები და მათი დაცვა, ანტი-კორუფციული ზომების ეფექტური გამოყენება, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩათვლით.

შეხვედრაზე, ასევე, გაკეთდა ტექნიკური დოკუმენტის საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის მიზნით შესაბამისი ანტიკორუფციული სამართალდამცავი ორგანოების მიერ  გამოყენებული კარგი პრაქტიკის გაზიარება” პრეზენტაცია. დოკუმენტი შემუშავდა ანტი-კორუფციული სააგენტოსათვის 2020 წლის 21-22 ივნისს გამართულ სამუშაო შეხვედრასთან „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში“  დაკავშირებით.

 ჩატარებული ღონისძიების შედეგად მომზადებული ადგილობრივი ტრენერები ევროპის საბჭოს ექსპერტის მხარდაჭერით  გამართავენ ცნობიერების ამაღლების შეხვედრებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წამომადგენლებისათვის. აღნიშულ შეხვედრებზე განხილული იქნება არა მარტო ზოგადი ანტი-კორუფციული, არამედ სექტორული მიდგომები (მაგ. საჯარო შესყიდვები, ინფრასტრუქტურული პროექტები) ეფექტური ანტი-კორუფციული ღონისძიებების შემუშავებისა და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის მიზნით. 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაგეგმილია ორი ასეთი სახის საპილოტე შეხვედრის გამართვა, რომელთა მიზანიც იქნება ადგილობრივ დონეზე კორუფციის პრევენციის სფეროში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება.

ჩატარებული შეხვედრა მიეკუთვნება იმ აქტივობების რიცხვს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას მოახდინონ საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის ღონისძიებების ეფექტური განხორციელება.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

4-5 ოქტომბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page