გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში
პროექტის შესახებ
პროექტი „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით. პროექტის მიზანია ასევე მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად.
ევროპის საბჭოს წინა პროექტის “გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად” ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიმდინარე პროექტი ხელს უწყობს ინსტიტუციურ რეფორმებს, აძლიერებს პროფესიონალებისა და ინსტიტუტების შესაძლებლობებს და ავითარებს მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ინსტიტუტები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორი.
პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვან მექანიზმს, ასევე ხელმისაწვდომობას მსხვერპლზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე და თანამედროვე გამოწვევებს, მათ შორის, ციფრულ სივრცეში ქალთა მიმართ ჩადენილ ტექნოლოგიურ ძალადობაზე რეაგირებას.
პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ხელს უწყობს ქვეყნის ძალისხმევას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასა და მის ევროპულ ინტეგრაციას.
პროექტის ბიუჯეტი: 400 000 ევრო
პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2026 – 31 დეკემბერი 2026
გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში - პროექტის შემდგომი ფაზა
მეთოდოლოგია
სტამბოლის კონვენციის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული საბაზისო შეფასების მიგნებებისა და მხარეთა კომიტეტის შემდგომ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, პროექტი იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომას, რათა აღმოფხვრას პრევენციის, დაცვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ინტეგრირებული პოლიტიკის სფეროში არსებული ხარვეზები.
ამასთან, პროექტი მიმართულია ქცევითი ცვლილებების მიდგომების დანერგვისკენ, მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების დასაძლევად, რომლებიც ამყარებს დისკრიმინაციასა და ძალადობას.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
პარტნიორები
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
- მუნიციპალიტეტები
- სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
- იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
- გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია
- სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- უნივერსიტეტები და აკადემიური დაწესებულებები
- გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
- გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები
- კერძო კომპანიები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის წარმომადგენლები
ბენეფიციარები
- ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალები და გოგონები
- ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი და გადარჩენილი ქალები
პროექტის მიზნები
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, როგორც ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმი, ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებისა და მათი უნარების განვითარების გზით. ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გულისხმობს მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას სამეწარმეო შესაძლებლობებისა და რესურსებზე წვდომის გაზრდით, მათ შორის სოფლად და ეთნიკურ უმცირესობათა თემებში მცხოვრები ქალებისთვის.
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და მსხვერპლზე ორიენტირებული იურიდიული დახმარების გაუმჯობესება უნივერსიტეტების ბაზაზე არსებულ იურიდიული კლინიკებისა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა მიიღონ დროული, ეფექტიანი და გენდერულად მგრძნობიარე დახმარება.
პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების გაძლიერება სამართლის სტუდენტების, ჟურნალისტებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროს პროფესიონალების ჩართულობით ეთიკური გაშუქების, ტექნოლოგიურ და ონლაინ უსაფრთხოებასა და გენდერულად თანასწორ ინიციატივებში, მავნე სტერეოტიპების დასაძლევად და პასუხისმგებლიანი კომუნიკაციის განვითარების მიზნით.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებისა და დამნაშავეთა პროგრამების შესახებ მიზნობრივი კვლევების გზით, სახელმწიფო უწყებებისა და მომსახურების გამწევთა აღჭურვა კოორდინაციის, ხარისხისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო ინსტრუმენტებითა და მონაცემებით.
მნიშვნელოვანი დოკუმენტები:
GREVIO-ს (საბაზისო) შეფასების ანგარიში საქართველოს შესახებ
სტამბოლის კონვენცია და განმარტებითი ანგარიში
ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72






