ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში იწვევს სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და ICT მიმართულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს (აპლიკაციის გამოგზავნის ეტაპზე), 2026 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. ხუთდღიანი საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს იურიდიული და ტექნოლოგიური სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ ხელი შეუწყონ თანასწორობის გაძლიერებას ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე, გაიაზრონ მათი პოტენციალი პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დროს. სტუდენტები იმსჯელებენ თუ როგორ ვრცელდება სამართლებრივი სტანდარტები ციფრულ სფეროში, და როგორ შეიძლება ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენება ეთიკური, უფლებებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შესაქმნელად, რომლებიც ხელს შეუწყობს პრევენციას, მსხვერპლთა დაცვას, ანგარიშვალდებულებასა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას.
საზაფხულო სკოლის განმავლობაში სტუდენტები განიხილავენ ძირითად სამართლებრივ სტანდარტებს, მათ შორის სტამბოლის კონვენციასა და ევროპის საბჭოს შესაბამის დოკუმენტებს, ასევე თანამედროვე ციფრულ გამოწვევებს, როგორიცაა ონლაინ შევიწროება, კიბერადევნება, გამოსახულებაზე დაფუძნებული სექსუალური ძალადობა, კიბერფლეშინგი, დიფფეიქი, დოქსინგი, და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოწვეული ზიანი. ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ ჩატარებული სესიების, პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების, სიმულაციების, შემთხვევების ანალიზისა და ერთობლივი პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, მონაწილეები შეისწავლიან სამართლისა და ტექნოლოგიების ერთობლივი გამოყენებით, უფრო უსაფრთხო, ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული ციფრული გარემოს შექმნას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 ივნისი 2026 (23:59 თბილისის დროით)
განაცხადები მიიღება შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ინიციატივა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




