ევროპის საბჭოს პროექტი „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შესაქმნელად.
ტენდერის მიზანია კომუნიკაციისა და ხილვადობის საკონსულტაციო მომსახურებების (წერილობითი სთორითელინგი, ციფრული ვიდეო სთორითელინგი და გრაფიკული დიზაინი) უზრუნველყოფა, საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით განხორციელებული აქტივობების მხარდასაჭერად.
შესარჩევი კრიტერიუმებისა და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტებს:
• ტენდერის შესახებ ინფორმაცია
• ხელშეკრულება
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია
• ტენდერში მონაწილეობის წესები
ტენდერის პროცედურასთან დაკავშირებული შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 7 აპრილი, 23:59 საათი (საქართველოს დროით). ვადის გასვლის შემდეგ მიღებული ნებისმიერი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.
ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
[email protected]
სათაურის ველში მიუთითეთ:
„ტენდერი - ადგილობრივი კონსულტანტები“
განაცხადები უნდა შეიცავდეს ყველა დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია სატენდერო ფაილსა და ხელშეკრულებაში.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ზემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადები გაიგზავნება ნებისმიერ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან გაიგზავნება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ასეთი განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.




