პროექტის შესახებ

პროექტი „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, პრევენციულ და დაცვის მექანიზმებზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაზრდას და და ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის გაუმჯობესებას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ბრძოლაში ჩართული ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაში, მსხვერპლთა დაცვასა და ძალადობის დამნაშავეთა დევნაში, ასევე გენდერული თანასწორობის გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ფოკუსირებულია GREVIO-ს (სტამბულის კონვენციის მიხედვით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი) მიგნებებისა და კონვენციის მხარეთა კომიტეტის საქართველოს ხელისუფლებისთვის გაცემული რეკომენდაციების განხორციელებაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ეფუძნება „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ და „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია“ წინა პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.

  პროექტის ბიუჯეტი: 900 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

 პროექტის ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში შემდგომი ფაზა

მეთოდოლოგია

პროექტი ხორციელდება შემდეგი ქმედებების კომბინაციით: კონტექსტზე მორგებული პოლიტიკა/საკანონმდებლო შემუშავება, შესაძლებლობების გაძლიერება და საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. ევროპის საბჭო ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი სტამბოლის კონვენციის შესახებ უახლესი ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებაზე.

სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზრდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კარგი პრაქტიკის გაზიარებას. ის მხარს დაუჭერს პოლიტიკის დოკუმენტებისა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების ანალიზს, სასწავლო მოდულების, მასალების და პრაქტიკული ინსტრუმენტების შემუშავებას, როგორიცაა სახელმძღვანელოები და ცნობიერების ამაღლების მასალები.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

პარტნიორები

  • გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია/საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • საქართველოს გენერალური პროკურატურა
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობენ
  • საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობენ

ბენეფიციარები

  • საზოგადოება
  • ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი ქალები

პროექტის მიზნები

  • საქართველოს ხელისუფლების მიერ GREVIO-ს დასკვნებისა და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად სამართლებრივი და/ან პოლიტიკის ზომების დანერგვა სტამბოლის კონვენციაში ასახული სტანდარტების შესასრულებლად.
  • იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის და სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ  სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირებისთვის სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამის პროგრამებს განხორციელება.
  • მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის ყოვლისმომცველი სერვისების ეფექტური და ეფექტიანი განხორციელება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, სტამბულის კონვენციის სტანდარტების შესაბამისად.
  • გამომძიებლებისა და პროკურორების მიერ სექსუალური ძალადობის დანაშაულების და ქალთა მიმართ ციფრული ძალადობის გამოძიებებისა და დევნის ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას.
  • გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესება, პრევენციულ და დაცვის მექანიზმებზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაზრდა და  ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის გაუმჯობესება სტამბოლის კონვენციის შესაბამისად.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge