ევროპის საბჭოს პროექტი მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალისხმევის ხელშეწყობას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მსხვერპლთა დაცვას, მოძალადეთა დასჯას და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას. ევროპის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ უახლესი ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებაზე.

მეთოდოლოგია მეთოდოლოგია

პროექტი ყურადღებას ამახვილებს სტამბოლის კონვენციის შესახებ ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობაზე. პროექტი ხელს შეუწყობს პოლიტიკასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გაანალიზებას, სასწავლო მოდულების, მასალების და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარებას, როგორიცაა სახელმძღვანელოები და ცნობიერების ასამაღლებელი მასალები. პროექტი მხარს დაუჭერს ტრენინგებისა, დისტანციური სწავლების კურსების ჩატარებას და გამოცდილების გასაზიარებლად ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას.   

პროექტის მთავარი პარტნიორები და ბენეფიციარები პროექტის მთავარი პარტნიორები და ბენეფიციარები
  • გენდერულ თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისია
  • სახალხო დამცველი აპარატი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • გენერალური პროკურატურა
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა;
  • საერთო სასამართლოები.

პროექტი დამატებით თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრებო და არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სფეროში მუშაობენ.

პროექტის მიზნები პროექტის მიზნები
  • ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი სტამბოლის კონვენციის და  გენდერული თანასწორობის სხვა სტანდარტების ეფექტიანად  დანერგვისთვის პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება;
  • საჯარო მოხელეების (იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა, სოციალური მუშაკების და სხვა)  შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად.
  • ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, მათ შორის გენდერულ თანასწორობაზე  საზოგადოების და საჯარო მოხელეების ცნობიერების გაზრდა.
ბიუჯეტი ბიუჯეტი

პროექტის სრული ბიუჯეტია 800 000 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2020 წლის  1 იანვარს და გაგრძელდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის შესაძლებლობების -გაძლიერებისა და თანამშრომლობის პროექტების განყოფილება, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად. .

პროექტის ასისტენტი: ნინო მაჩხანელი

nino.machkhaneli@coe.int

ინტერვიუების სერია: Covid-19-ის ზეგავლენა ქალთა უფლებებზე.