Back საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ ევროპის საბჭოს პროექტის წარდგენა

საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ ევროპის საბჭოს პროექტის წარდგენა

2024 წლის 19 მარტს ევროპის საბჭომ დაიწყო ახალი პროექტი „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“. პროექტი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს გენდერული თანასწორობის წინსვლის, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, დაცვისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების გაძლიერების კუთხით, ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ცნობილია როგორც სტამბლის კონვენცია. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროპის საბჭოს წინა პროექტის - "ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში" შედეგებიც. მონაწილეებმა გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის(GREVIO) მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც გამოთქმულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საბაზისო შეფასების ანგარიშში საქართველოსთვის.

საქართველოს ხელისუფლება მზადაა იმუშაოს GREVIO-ს და სტამბლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიგნებების შესაბამისობაში მოყვანაზე:

  1. სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებების დანერგვის გზით.
  2. სასჯელაღსრულების სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით სქესობრივ დანაშაულებში მსჯავრდებული პირებისთვის პროგრამების შემუშავებით და პილოტირებით.
  3. დაზარალებულთა დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების ეფექტიანი განხორციელებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ.
  4. სექსუალური ძალადობის დანაშაულებებთან და ქალთა მიმართ ციფრულ ძალადობასთან დაკავშირებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესებით, რაც ხელს უწყობს გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლას.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, სვეტისლავ პაუნოვიჩმა გახსნით სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებას, კერძოდ გენდერული თანასწორობის შესახებ მე-5 მიზნის განხორციელებას, ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრით საჯარო და კერძო სფეროში.

ღონისძიებამ გაართიანა მონაწილეთა მრავალფეროვანი ჯგუფი, მათ შორის სახელმწიფო პარტნიორი ორგანიზაციები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების ადმინისტრირებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. „გენდერულ ძალადობასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია სპეციალიზაციის არსებობა, როგორც პოლიციასა და პროკურატურაში, ისე-სასამართლოშ. გენდერული განათლების და მგრძნობელობის არარსებობის და მძიმე სტერეოტიპების პირობებში ეს ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალია“ - აღნიშნა „ საფარის“ დირექტორმა ბაბუცა პატარაიამ.

„ევროპის საბჭოსთან საქართველოს მთავრობას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამის შესანიშნავი მაგალითია წინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოხდა ფართო საზოგადოებისთვის GREVIO-ს რეკომენდაციების გაცნობა და მათი განხილვა უწყებათაშორის ფორმატში. ახალი პროექტიც სწორედ GREVIO-ს რეკომენდაციების  შესრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის პრიორიტეტებთან “ , - აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელისო ეშონიამ .

ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია. 

თბილისი, საქართველო 19 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge