პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის" შესახებ მიზნად ისახავს აღნიშნულ სფეროში მომუშავე მთავარი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას. ევროპული სტანდარტების, კერძოდ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის, დანერგვისას ევროპის საბჭო ფოკუსირდება პროფესიონალების ცოდნის ამაღლებაზე და ხელს უწყობს არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. პროექტი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს 2016-19 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

პროექტის პარტნიორები

- საქართველოს მთავარი პროკურატურა

- სახალხო დამცველის ოფისი

- საქართველოს უზენაესი სასამართლო

პროექტი დამატებით თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრებო და არასამთავრობო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სფეროში მუშაობენ.

პროექტის მიზნებია:

  • ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირების დახვეწა ტრენინგების, გამოცდილების ურთიერთგაცვლის და ექსპერტების მხარდაჭერის გზით, პროკურორებისა და სხვა პროფესიონალი იურისტებისთვის.
  • კვლევების, მიზნობრივი სამუშაო შეხვედრების, საჭირო მასალების გავრცელების და ტექნიკური დახმარების აღმოჩენის გზით, საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნის გაღრმავება ევროპულ სტანდარტებზე, კერძოდ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას ეხება.
  • ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასა და მის სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლება შესაბამის უწყებებში.
პროგრამის სიახლენი პროგრამის სიახლენი
პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო და 2019 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ანხორციელებს შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამშრომლობის პროექტების განყოფილება, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ქვეშ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად.

საკონტაქტო პირები:
Sara HAAPALAINEN
Nino MACHKHANELI