გენერალური მდივნის არჩევნები
სტრასბურგი, 2009 წლის 29 სექტემბერი
s
2009 წლის 29 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩია ტორბიორნ იაგლანდი (ნორვეგია).
არჩევნების პირველ ტურში ტორბიორნ იაგლანდმა მიიღო 165 ხმა (აბსოლუტური უმრავლესობა), ვლოდიმერ ჩიმოშევიცმა კი (პოლონეთი) - 80. კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა იყო 245.
ის არის ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) პრეზიდენტი 2005 წლიდან, 1993 წლიდან კი ბუსკერუდის მხარის დეპუტატი.
ბატონი იაგლანდი დაიბადა 1950 წლის 5 ნოემბერს ნორვეგიის ქალაქ დრამენში. ის დაქორწინებულია ჰანე გროტიორდზე. მათ ჰყავთ ორი შვილი.
გენერალური მდივნის რანგში ტორბიორნ იაგლანდმა ფიცი დადო 2009 წლის 1 ოქტომბერს.


Print
Send 