Back ტენდერი - ღონისძიებების მართვის, ტრანსპორტირების, ხილვადობისა და პუბლიკაციებთან დაკავშირებული სერვისები საქართველოში

ტენდერი - ღონისძიებების მართვის, ტრანსპორტირების, ხილვადობისა და პუბლიკაციებთან დაკავშირებული სერვისები საქართველოში

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს საერთაშორისო საჯარო ტენდერს ღონისძიებების მართვის, ტრანსპორტირების, ხილვადობისა და პუბლიკაციებთან დაკავშირებული სერვისების მიღების მიზნით, ჩარჩო შეთანხმების (Framework Agreement) გასაფორმებლად,  რომელიც ძალაში იქნება 2030 წლის 31 ივლისამდე.

ჩარჩო შეთანხმება (Framework Agreement), რომელიც ამ ტენდერის შედეგად გაფორმდება, ხელმისაწვდომი იქნება ევროპის საბჭოს ყველა ერთეულისათვის.

დეტალური ინფორმაციისთვის ტენდერის პროცედურისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://eproc.coe.int//callfortenders/11492

ტენდერთან დაკავშირებული ყველა კითხვა უნდა გაიგზავნოს ელექტრონული შესყიდვების პლატფორმის საშუალებით, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, არაუგვიანეს 2026 წლის 3 ივლისისა / ტენდერის განაცხადების წარდგენის ვადამდე ერთი კვირით ადრე.

კითხვები და პასუხები

ელექტრონული ფოსტის ან საფოსტო გზავნილით გაგზავნილი კითხვები არ განიხილება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი, 16:00 საათი (სტრასბურგის დროით).
დადგენილი ვადის შემდეგ მიღებული განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.
მომსახურების გაწევის დაწყების სავარაუდო თარიღია 2026 წლის 1 აგვისტო.

თბილისი, საქართველო 1 ივნისი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge